ო, დედამიწავ, მომეცი ძალა. ძალა, რომელიც შეძლებს დაგმოს ბოროტება და გზა მისცეს სიკეთეს. დედავ, შემეწიე შენს პირმშოს, შენზედ მლოცველსა და მღაღადებელს. უბრალო კაცს, რომელიც ადრე თუ გვიან შენს მკერდს ჩაეხუტება და არა დროებით, არამედ სამუდამოდ. ვიცი, შემეწევი, მე მწამს შენი. შველას ვითხოვთ, მაგრამ რას ვაკეთებთ თვითონ ჩვენ, მიწის მკვიდრნი ჩვენი მიწისთვის? მიწის, რომელიც გვასაზრდოებს, გვზრდის, ძუძუს გვაწოვებს. გვასწავლის ყველაფერს, ავსაც და კარგსაც, სიძულვილსაც და სიყვარულსაც. სიყვარულს სამშობლოს, დედის, მამის, ბუნების, სიცოცხლის სიყვარულს. მიწა ხომ დედაა ცოცხლების და დედაა მკვდრების. მიწა, რომელიც საბნად აქვთ გადაფარებული მიცვალებულებს, მიწა, რომელიც მალამოდ ედება და ათბობს მათ, დედაა და არა დედინაცვალი. რომელნი ვაფასებთ მის ღვაწლს უფრო მეტად, ჩვენ - ცოცხლები, თუ მკვდრები, ომელნიც გამუდმებით შეჰყურებენ მიწას და იციან მისი ფასი, იციან, მაგრამ რაღა დროს... მიწას აფასებენ თუ არა მკვდრები, ვერავინ იტყვის, მაგრამ თუ იმქვეყნად რამე არსებობს, იქაც იქნებიან უმადურები, ავკაცები და მიწას ისევე მოექცევიან, როგორც სიცოცხლეში. ცოცხლები აფასებენ, მაგრამ ყველაზე უფრო სამშობლოდან მოწყვეტილი ადამიანები, მათ უყვართ მიწა, უყვართ იმიტომ, რომ იციან მისი ფასი და უნდათ,რომ სიკვდილის შემდეგ მშოლიური მიწა დაეყაროთ გულზე. მაშ, მიწებს შორისაც ყოფილა განსხვავება, რადგან მიწა უბრალოდ ქვიშა კი არ არის, ის სამშობლოა. რას ვაკეთებთ ჩვენ ჩვენი მიწისთვის, ჩვენი სამშოლოსთვის? დავფიქრებულვართ ამაზე? კი, როგორ არა, დავფიქრებულვართ, გვილაპარაკია, სხვისთვისაც გაგვიზიარებია, მარამ იმდენი არ გაგვიკეთებია, რამდენსაც მიწა უთქმელად აკეთებს ჩვენთვის. მიწა, მუდამდღე ჩაფიქრებული, დაღლილი და მოუსვენარია. აბა როდის არის დედა დასვენებული, აუღელვებელი, ის ხომ შვილებზე ფიქრობს. ასე ფიქრობს ჩვენი დედამიწა და ფიქრობს საუკუნეები. ის უკვდავია. ცხოვრებაში ყველაფერი მოკვდავია, მაგრამ მიწა უკვდავია. მაინც არ იღლება ჩვენი ბებერი მიწა, მაინც ზრდის შვილებს, ზოგს უმადურს, ზოგს მადლიერს. რამდენი კარგი და რამდენი ცუდი ახსოვს. იქნებ ტირის, ბრაზობს კიდეც, მაგრამ არ ჩივის. თუმცა ზოგჯერ შეინძრევა ხოლმე, ალბათ ასე უნდა დასაჯოს თავისი შვილები და შეახსენოს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია და ვერ მოითმენს მათ მიერ ჩადენილ ცუდ საქმეს. შეიძლება მიწა შეინძრეს და შეარყიოს კიდეც შვილები, მაგრამ ისევ მალე მოუბუნდება გული, როგორც ყველა დედას... თუ გვწამს მიწის, თუ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მაშინ რატომ ვცოდავთ ამდენს, რატომ ვერ ვუსწორებთ თვალს სიმართლეს და სისპეტაკეს, რატომ გაგვირბის თვალი ავკაცობისკენ? ჩვენი ბებერი, მოხუცი მიწა ბევრს გაზრდის თავის ბებერ მკერდზე. იგი მყარად იდგება, სანამ არ დავანგრევთ ჩვენ თვითონ. ეხლა ფრთამოტეხილ ჩიტს ვგავართ, რომელიც უყურებს თავის ძმებს, როგორ დაფრინავენ გახალისებულნი ჰაერში. მან კი ეს ფრთა თვითონ მოიტეხა, თავისი დაუდევრობით. დედამიწავ, ნუ გაგვიწირავ უფსკრულის პირას მდგარ ფრთამოტეხილ ჩიტებს, შენი მკვიდრნი ვართ, გვირჩიე რამე და მოგვეცი ძალა უკანასკნელი გაბრძოლებისა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. შევასრულე შენი თხოვნა... წავიკითხე "მიწა".იდეურად ახლოს არიან ჩვენი "შვილები":) შთაბეჭდილება დამრჩა,თითქოს შენი მიწა მამაკაცია:) შევასრულე შენი თხოვნა... წავიკითხე "მიწა".იდეურად ახლოს არიან ჩვენი "შვილები":) შთაბეჭდილება დამრჩა,თითქოს შენი მიწა მამაკაცია:)
14. ძალიან მომეწონა. დედამიწავ, ნუ გაგვიწირავ უფსკრულის პირას მდგარ ფრთამოტეხილ ჩიტებს,შენი მკვიდრნი ვართ, გვირჩიე რამე და მოგვეცი ძალა უკანასკნელი გაბრძოლებისა. ძალიან მომეწონა. დედამიწავ, ნუ გაგვიწირავ უფსკრულის პირას მდგარ ფრთამოტეხილ ჩიტებს,შენი მკვიდრნი ვართ, გვირჩიე რამე და მოგვეცი ძალა უკანასკნელი გაბრძოლებისა.
13. ამასაც ჩანახატის სტატუსი აქვს ჩემგან!!! წინა ჩანახატი გაცილებით სჯობდა. კარგი გოგო ხარ!!! ამასაც ჩანახატის სტატუსი აქვს ჩემგან!!! წინა ჩანახატი გაცილებით სჯობდა. კარგი გოგო ხარ!!!
12. "ჩვენი ბებერი, მოხუცი მიწა ბევრს გაზრდის თავის ბებერ მკერდზე."
ბევრჯერ არის ნახსენები "ბებერი"... "მოხუცი" და "ბებერიც" ხომ - სინონიმებია!
"ეხლა ფრთამოტეხილ ჩიტს ვგავართ, რომელიც უყურებს თავის ძმებს, როგორ დაფრინავენ გახალისებულნი ჰაერში. მან კი ეს ფრთა თვითონ მოიტეხა, თავისი დაუდევრობით."
ეს - კარგია! 6 "ჩვენი ბებერი, მოხუცი მიწა ბევრს გაზრდის თავის ბებერ მკერდზე."
ბევრჯერ არის ნახსენები "ბებერი"... "მოხუცი" და "ბებერიც" ხომ - სინონიმებია!
"ეხლა ფრთამოტეხილ ჩიტს ვგავართ, რომელიც უყურებს თავის ძმებს, როგორ დაფრინავენ გახალისებულნი ჰაერში. მან კი ეს ფრთა თვითონ მოიტეხა, თავისი დაუდევრობით."
ეს - კარგია! 6
11. კალიგულა :D დიდი მადლობა ყველას შეფასებისთვის ;) კალიგულა :D დიდი მადლობა ყველას შეფასებისთვის ;)
10. მომწონს, კარგი იყო მომწონს, კარგი იყო
9. :) დედამიწავ, ნუ გაგვიწირავ უფსკრულის პირას მდგარ ფრთამოტეხილ ჩიტებს... :) დედამიწავ, ნუ გაგვიწირავ უფსკრულის პირას მდგარ ფრთამოტეხილ ჩიტებს...
7. ჭკვიანი გოგო! ჭკვიანი გოგო!
6. 555555555555 555555555555
5. ლალი მე ვერ დაგეთანხმები. (ჟანრში) :) ლალი მე ვერ დაგეთანხმები. (ჟანრში) :)
4. ალბათ პროზაა უფრო.ისე ჟანრის ვიწრო არჩევანია აქ.:) ალბათ პროზაა უფრო.ისე ჟანრის ვიწრო არჩევანია აქ.:)
3. დიდი მადლობა იოჰან, მე შემეშალა, ვიცი რომ არაა პროზა, ვერ შევარჩიე უბრალოდ ჟანრი კარგად. :) ლალი, დიდი მადლობა, ;) მეც მოგიკითხე დიდი მადლობა იოჰან, მე შემეშალა, ვიცი რომ არაა პროზა, ვერ შევარჩიე უბრალოდ ჟანრი კარგად. :) ლალი, დიდი მადლობა, ;) მეც მოგიკითხე
2. კარგი გოგო ხარ.5ჩემგან :) და გავიმეორებ შენთან მაკლია ახლებური ხედვა,საინტერეო და არაორდინალური მხატვრული ''აზროვნება '' იგივე რაც აქ გიწერია,მოლიონჯერაა ''გადამღერებული'' წერის ''კარგი კულტურა ''გაქვს.ქართულის მასწავლებლის საყვარელი მოსწავლე იქნებოდი მოგიკითხე :) კარგი გოგო ხარ.5ჩემგან :) და გავიმეორებ შენთან მაკლია ახლებური ხედვა,საინტერეო და არაორდინალური მხატვრული ``აზროვნება `` იგივე რაც აქ გიწერია,მოლიონჯერაა ``გადამღერებული`` წერის ``კარგი კულტურა ``გაქვს.ქართულის მასწავლებლის საყვარელი მოსწავლე იქნებოდი მოგიკითხე :)
1. ლიკა პროზა? უფრო პუბლიკაციას გავს, თუმცა ფორმა უკეთესის სურვილს ტოვებს ;) თუნდაც დასაწყისი ;) ლიკა პროზა? უფრო პუბლიკაციას გავს, თუმცა ფორმა უკეთესის სურვილს ტოვებს ;) თუნდაც დასაწყისი ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|