ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუბა ხაინდრავა
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2012


*†* ელინ *†*

მე ისევ ასე, შენს ფანჯრებთან ვარ დაწოლილი.
ვიხდი სველ სიზმრებს,
ცივ ნაპირებს,
ვიხდი გასულ წელს.
რომ არაფერი აღარ შემრჩეს რაც ამყოლია
შენი ხელების სურნელიდან. რომ დავასრულებ

მალე ცხოვრებას, უკვე იცი, უკვე ელიან
არდაბრუნებას და გადასვლას სადღაც, სახიერს.
ახლა უბრალოდ ჩავიცმევ და ჩემო ელინე,
სახლის გადაღმა დაგიდგები ქარის მაგიერ ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები