თოვლი ამ ბაღში, ნოველაა მხოლოდ და მხოლოდ. შენ დგახარ, როგორც არმოსული დღეების მძიმე, დაუნდობელი განაჩენი. ეს თეთრი მოლი უბრალოდ ძველი სიმღერაა, რომ მიკლავს იმედს,
მიკლავს სიზმრებსაც, მიკლავს უფალს და უფრო ვხვდები, რატომ მიყურებ, (რატომ ძერწავ ფოთლებით იმ გზას, სადაც შემორჩა ხმელი თივა და ჩემი ძვლები) ასეთ დროს როგორ ემსგავსები იესოს იგავს,
როგორ მოდიხარ, როგორ ნელა და ვიმტვრევ დარდებს, როგორც დასჯილი მდუმარება შორეულ ხედის. მე ვხედავ თოვას. მე ვხედავ და ეს თოვლი დადებს, უწინდებურად, ჩემს წინ მდგარი ხეების გვერდით.
შენ უფრო ასე, არ დამტოვებ, შენ უფრო მაცლი ცხოვრებას დაღლილ მევენახეს, მანახებ ხელებს და მათი თბილი ჩაჭიდების, დაკოცნის ნაცვლად, მე ჩამოვჯდები, ვილოცებ და ყველაფრის მერე
შემრჩები, როგორც სილამაზე, სიკეთე, დაღლა. წახვალ და ზამთრის დაბერების სურვილში გავძლებ. არაფერია. მე დავრჩები მინდვრების მაღლა და ბალახის სუნს დავიტოვებ ქვებისფერ კანზე .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ვისენტე ძალიან შორს დგახარ სადღაც, მოიწი აქეთ ცოტათი . ვისენტე ძალიან შორს დგახარ სადღაც, მოიწი აქეთ ცოტათი .
13. "თოვლი ამ ბაღში, ნოველაა მხოლოდ და მხოლოდ." -(ც)ამ ლექსში გამოყენებული ეს ფრაზა არაფერია თუ არა გიო საჯაიას:
" მაგრამ თბილისი თოვაში ეს უკვე არის ლირიკა" ..
პატივისცემით : ვისენტე დე .. "თოვლი ამ ბაღში, ნოველაა მხოლოდ და მხოლოდ." -(ც)ამ ლექსში გამოყენებული ეს ფრაზა არაფერია თუ არა გიო საჯაიას:
" მაგრამ თბილისი თოვაში ეს უკვე არის ლირიკა" ..
პატივისცემით : ვისენტე დე ..
12. გიო, მარტო იმად ღირდა წერა, რომ შენ ეს სიტყვები გეთქვა ჩემთვის . გიო, მარტო იმად ღირდა წერა, რომ შენ ეს სიტყვები გეთქვა ჩემთვის .
11. საინტერესო და კარგი ლექსია. საინტერესო და კარგი ლექსია.
10. ჯუბაა მაგარი ხარ... შენ პოეტი ხარ. ამით ყველაფერია ნათქვამი
ჯუბაა მაგარი ხარ... შენ პოეტი ხარ. ამით ყველაფერია ნათქვამი
9. ეს კაცი რომ ამ ასაკში ასე წერს, "იმ ასაკში" რას იზამს, წარმომიდგენია... კაი კაცი ხარ შენ, ძმაო ჩემო და კარგი პოეტი! ეს კაცი რომ ამ ასაკში ასე წერს, "იმ ასაკში" რას იზამს, წარმომიდგენია... კაი კაცი ხარ შენ, ძმაო ჩემო და კარგი პოეტი!
8. ლამაზი და სუფთა :)
5 ლამაზი და სუფთა :)
5
7. არ ვიცი პოეზიას რამდენად შეეფერება სიტყვა "ლამაზი", მაგრამ ამ პოეტის ლექსების კითხვისას სულ ეს სიტყვა მეკვიატება. ძალიან მომწონს. არ ვიცი პოეზიას რამდენად შეეფერება სიტყვა "ლამაზი", მაგრამ ამ პოეტის ლექსების კითხვისას სულ ეს სიტყვა მეკვიატება. ძალიან მომწონს.
6. უჰ, მაგრად მიხარია ამ კაცის ყველა ლექსი, არა ურაკულად, არამედ მართლა! ჯუბა პოეტია!!! უჰ, მაგრად მიხარია ამ კაცის ყველა ლექსი, არა ურაკულად, არამედ მართლა! ჯუბა პოეტია!!!
5. ++ გაიხარე!!! ++ გაიხარე!!!
4. და ბალახის სუნს დავიტოვებ ქვებისფერ კანზე........სიმშვიდე და ღიმილის მომგვრელი სევდა გააჩინა ჩემში :) და ბალახის სუნს დავიტოვებ ქვებისფერ კანზე........სიმშვიდე და ღიმილის მომგვრელი სევდა გააჩინა ჩემში :)
3. თბილა აქ, სევდაც კი თბილია ++ წარმატებები! თბილა აქ, სევდაც კი თბილია ++ წარმატებები!
2. მშვენიერი რამ არის! დიდებულია! მშვენიერი რამ არის! დიდებულია!
1. მაგარია . ძალიან...
ჯუბა გაიხარე! მაგარია . ძალიან...
ჯუბა გაიხარე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|