ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენ ისევ შენ
ჟანრი: პროზა
5 თებერვალი, 2012


Help me !

22 ნოემბერი – 2010.
  ღამეა. 11–ის წუთები.  გარეთ წვიმს.
                                        ქარი ქრის.
                                      ირგვლივ ყველას აშინებს.
                                      და მე კი ამ შიშის ნაცვლად,
                                                                      მაფიქრებს.
                                      სულიერი ვერ ჭაჭანებს გარეთ,
                                      მაგრამ უცებ,  კაკ–კუკ
                                                                      მესმის კარზე.
გამიკვირდა ნეტა  ასეთ დროს ვის შეეძლო სტუმრობა. კარი გამოვაღე და
ის იყო, ის.  სიყვარული. 
კართან დადებული ფეხის საწმენდი სულ ტალახით დამისვარა.
არც მკითხა ისე შემობრძანდა და რომელი ოთახიც თვითონ მოეწონა იქ დასახლდა. 
ჩამისახლდა და თან გამუდმებით მსაყვედურობდა. ხან რა არ მოსწონდა ხან რა. ერთი სიტყვით თავის ნებაზე მათამაშებდა. მე კი რატომღაც "არ" ვუწევდი წინააღმდეგობას.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ბოლოს მე ის სახლიდანაც გავაგდე. იქამდეც ხშირად გამიგდია, თუმცა მის გარეშე ვერ ვძლებდი და სულ უკან ვაბრუნებდი.
  ახლა კი მინდა ამის გაძლება.    მაგრამ რატომ?!

                                                      *            *              *
19 იანვარი – 2012.
3 საათია. გარეთ თბილა. ვსეირნობ
უეცრად კვლავ ჩემს გვერდით  აღმოჩნდა სიყვარული.
ვუყურებ. და ვიცი რომ ეს ის არაა.
ნამდვილად არ არის ის.
მაგრამ მიმტკიცებს სიყვარული მქვიაო.
თავიდან არ დავუჯერე. თავი ჩავხარე და აღარ მახსოვს რა გავიფიქრე, მაგრამ მივხვდი, რომ ის არ უნდა დამეკარგა, რადგან მისი დაკარგვის შემთხვევაში, მომიწევდა სწორედ იმ "პირველის"  მოძებნა და უკან, ჩემს სახლში, მისი დაბრუნება. ეს კი დიდად არ მახარებდა. ბოლოს გამოვფხიზლდი. მივიხედე და ის უკვე წასულიყო.
გავიქეცი.
მინდოდა დავწეოდი.
დავეწიე კიდეც.
მოვაბრუნე. მან კი ღამიღიმა და გაქრა.

            ახლა კი თქვენ გამეცით პასუხი მკითხველნო რა ვქნა?

P.შ.
№1– პოვნის შანსი 100% –სურვილი 0%
№2– პოვნის შანსი – თბილისში ავტობუსების გაჩერებათა ოდენობა გავამრავლოთ 8760–ზე და გამოვაკლოთ 1400.  პოვნის სურვილი 100% =]

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები