ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2012


(ერთი ბოკალი)

ძველი, საწერი მაგიდა და შამპანიური (ერთი ბოკალი)
შანდალს სანთელი შემოაკვდა, მანიაკივით  გუდავს სინათლეს
მეც ვიწყებ წერას, სიმპათიური, ცუდი ვოკალით
და მთვარეც წამით მიეფარა ბებერ მინარეთს.
და ღამეს ისევ, ვუდარაჯე გათენებამდე,
და ლექსის წერა გადამექცა აკვიატებად,
თურმე ჩემი დროც დალეულა ბოკალივით და
მე კი მეგონა ცოტას ჰადესი დამიმატებდა.

P.S.
ისევ მომინდა შამპანიური, (ერთი ბოკალი)
და ვუმღერებდი ღმერთებს ალბათ (ცუდი ბოკალით)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები