ცხოვრება ასეთია მიდის არ ჩერდება.. დღეს რომ გათენდება ხვალ ისევ ბნელდება. დრო ხან სწრაფად გადის, ხან კიდევ ნელდება.. დღეს ახალგაზრდაა ხვალ ისევ ბერდება.. მერე ზამთარია, სიცივე თოვა დღეს ვიღაც წავა ხვალ ვიგაც მოვა მერე დაიწყება ცრემლების წვიმა.. დღეს ვიღაც გვათბობს ხვალ ისევ გვცივა.. მერე დაღამდება ვიხსენებთ წარსულს... მისი დავიწყება გულს კვლავაც არ სურს.. კვლავაც გათენდება სურნელი ნამის, მინდა გაჩერება ჯიუტი წამის.. ცხოვრებაც ასე გადის.. წამით არ ჩერდება.. ზოგისთვის ნათდება, ზოგისთვის ბნელდება.. დღეს ისევ ღამდება , ხვალ ისევ თენდება.. მალე გავიზრდებით ბავშობაც გაივლის.. ლამაზი წუთები ჩვენს თვალწინ ჩაივლის.. ისევ მოვიგონებთ ცრემლებით წარსულს მისი დავიწყება გულს ჯერაც არსურს. შემოგვეპარება ტკივილი, გრძნობა პირველი სიყვარული პირველი ნდობა.. პირველი ცრემლი და ტკივილი მწარე.. კვლავ უიმედობით მოსილი მთვარე.. და ესეც გაივლის, დრო კვლავაც გავა. ვიღაცა მოვა, ვიღაც კვლავ წავა.. ვიღაცა იოცნებებს ნატვრა არ ახდება.. ვიღაცა ვიღაცის ტკივილი გახდება.. ესეც გაივლის და ესეც წახდება. ცხოვრების სულ ბოლო ეტაპიც დადგება.. უკვე გაჰკივის ტკივილი, ნაღარა შემოგვეპარება ჩვენც თავზე ჭაღარა.. ჩვენც შემოგვეჩვევა კანკალი ხელის, რომელიც მუდამ სხვის სითბოს ელის..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. უმაგრესია ბრავო ... 5 უმაგრესია ბრავო ... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|