ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2012


  ჩამოტვირთვა

In My Time Of Dyin' - By Bob Dylan

როს ბოლო პირჯვარს გარდამსახავენ,
და ჩემს აღსასრულს გადავეყრები;
გამაცილებენ ნეტავ სახლამდე,
ღვთისგან ნაგზავნი სერაფიმები?..

გთხოვ, ნუ ჩაიცმევ ჩემს გამო ძაძებს,
და ნუ მიტირებ საბრალო დედა.
სიკვდილი მაინც არ უნდა გძაგდეს,
რადგან სიცოცხლე იქ მელოდება!

ასე სიკვდილი რა იოლია,
თუ ამ სარეცელს იესო მიშლის.
თუ სიმსუბუქემ ამიყოლია,
მაშინ აღარ მაქვს სიკვდილის შიშიც.

გთხოვ, მომაგებე ღმერთო შენი ძე,
თუ გზა ამებნა ცად აღმავალი,
შენი წყალობით თუ ფრთებს შევიძენ,
ვერ შემაჩერებს ვერრა საფლავი.

თავისუფალს და ზეცით მიზიდულს,
ვერ შემაჩერებს საფლავი ვერა!
და შორს გავცდები ნაცნობ ცისკიდურს,
სადაც მარადჟამ ნათელი დღეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები