ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასტვაწ ინჩუ ჰამარ 2
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2012


მინიმები

* * *

შენი ვნებები
ყოველღამით ჩემი გულისკენ
ძაღლებს გეშავენ...
სად დავემალო,
სად გავექცე, გზას არ მასწავლი?
და-მა-ბე-ჩა-ვე...









* * *

ნება რომ მქონდეს
ჩემი ბედის წიგნს
სულ ფურცელ-ფურცელ გადავხევდი...
მაისმაც ფერი
ვერ შემიცვალა...
ღმერთო, მიშველე! გავთავხედდი...






* * *

შენს შუბლზე ჩემზე ფიქრებით გაჩენილ ნაოჭებში
ხომ მაინც ვერავინ შემეცილება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები