ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასტვაწ ინჩუ ჰამარ 2
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2012


ისევ მინიმები

* * *

მაისის წვიმა
ძველებურად არ მეხმატკბილა! -
ნუთუ დავბერდი?!..



* * *

ტყუპი იმედი
ძველ როიალის
ჩავარდნილი კლავიშებივით
გადაიკარგა...
იქნებ მოხელე გამოვიძახოთ?..



* * *

ჩემს ყვრიმალებთან
შენი სუნთქვის ნათითურები
დავითითოვე...
და როს ავკინძე
თმაზე შენი ფიქრებისფრად
ჩამომითოვე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები