ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასტვაწ ინჩუ ჰამარ 2
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2012


კვლავ მინიმები

* * *

ვერ შევეგუე
მე სიშორის მტანჯველ ტკივილებს,
როცა ახლოს ხარ...


* * *

შენსკენ მოვილტვი...
ხარბი მზერა, ნაზი ლაციცი...
გულში ჩამიკარ, მომიყევი ჩემზე რაც იცი...
მიყვარხარ ზღვაო!..


* * *

როს სიფხიზლეში
შენს ლაღ ფიქრებს ცივი გონება
ლაგამს ამოსდებს, -
ანცი ბახუსი
მას სითამამით ცად გააჭენ-
გამოაჭენებს...


* * *

შენს თვალებში სულ პირველად
არეკლილი ჩემი თვალებით
დამიმახსოვრე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები