ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2012


ესეც გაივლის

უაზროდ კარგად ვარ...
არც შიდსი მჭირს,
არც კიბო,
არც ჭლექი.
არც დიაბეტი,
არც ხოლერა,
გრიპიც კი არ მჭირს;

სხეული ჯანსაღი აღმომაჩნდა
და გულიც ბრწყინვალედ უძლებს
ყველა ბნედას.

ყოველგვარი ავადმყოფური სიმპტომი,
სულსა და ხორცს შორის აღმართულ ბარიკადებს ჰგავს.

რაღაცა მავსებს შიგნიდან,
რაღაც უხილავი მეტასტაზები,
რაღაცა სენი, რომელიც ამ ქვეყნის
არცერთ სენს არ გავს,

მე კი... იმქვეყნიერებასთან კავშირს ვკარგავ და
ამასთანავე გამოჯანმრთელების შანსსაც.

ალბათ ყველა ავადმყოფია და არც ამით გამოვირჩევი.
მაშინ რაღა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს?...

ეს ჩემი ბრძოლაა,
ეს ჩემი ტვირთია,
ეს ჩემი სენია,
ჩემი...
და ეს უნიკალურობაც გაივლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები