ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: პროზა
23 მაისი, 2012


გამოცდა ( "100 სიტყვა" 2012)

-უკაცრავად რეგისტრაცია თქვენთან უნდა გავიარო?
-დიახ,ჩემთან.გამოცდაზე გადიხართ ხომ?
-დიახ,მაგრამ არ ვიცი სად.
-ახლავე შეგირჩევთ საგამოცდო ადგილსა და სხეულს.თქვენ მანამდე დაბრძანდით.
-დრო რამდენი მექნება?
-მთელი ცხოვრება.
-ასე ცოტა?!
-მერამდენედ გადიხართ გამოცდაზე?
-არ მახსოვს.
-ახლავე გაგახსენებთ.გამოცდაზე დრო ერთი წუთია,მაგრამ სავსებით საკმარისი.თუ მაღალ ქულას აიღებთ, მოხვდებით იქ,სადაც მოხვედრაზე ყველა ოცნებობს.თუ ბარიერს გადალახავთ,მაგრამ  ქულები არ გეყოთ მაღალი კონკურენციის გამო,ხელმეორედ მოხვალთ გამოცდაზე,ხოლო ზღვარს თუ ვერ გადალახავთ,ალბათ ხვდებით,სადაც მოხვდებით.
-გასაგებია.
-დასაწყისისთვის კი ღრმად შეისუნთქავთ ჰაერს და ატირდებით.თეთრებში ჩაცმულები დაგეხმარებიან ამაში.
-პასუხს როდის გავიგებ?
-სიკვდილის მერე,წარმატებებს გისურვებთ ცხონება მალე მომელოცოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები