 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 25 მაისი, 2012 |
***
შენ ყველგან ტოვებ ნაფეხურებს. მე დაგეშილი მეძებარი, არ ვკარგავ გეშს და ძვირფას სურნელს და განა კვალი შემეშალა, გზას ვურევ ყველა მონადირეს შენ რომ უშიშრად იგრძნო თავი...
მტვერი
მტვერი მტვერზე ვწერ მტვერში თხზულებას, მტვრის წეროც მტვრიან თავზე დამკივის, მტვერში ვთამაშობ დაუსრულებლად, მტვრის პაწაწინა ნაწილაკივით......
***
ცხოვრება ლაბირინთია აღლუმების და მარშების, წვიმიან მინდვრებს ქარები ქვემეხებივით აშრობენ, რაის პოეტი - ფურცლების პატარა სათამაშო ვარ, და ვეჯიბრები თამაშში კალმიან სათამაშოებს...
***
ერთმანეთს თითქოს ხელში ვეცლებით, მაგრამ არ გეტყვი კარგო - დროებით, არ გაგწირავენ ჩემი ლექსები, არც არასოდეს მიგატოვებენ..
მერე რა, თუკი დამიძახებენ, გამოვეწყობი მაინც საშენოდ, მერე ლექსებში გადავსახლდები, რომ ეგ ტუჩები არ მოვასვენო.
დავრჩებით მაინც ბედის ურჩები, გინდა ჩამთავრდეს ჩვენი იწილო, მე არასოდეს მოვიღუშები, შენც ეგ ღიმილი არ მოიცილო...
ერთმანეთს თითქოს ხელში ვეცლებით, მაგრამ არ გეტყვი კარგო - დროებით, არ გაგწირავენ ჩემი ლექსები, არც არასოდეს მიგატოვებენ..
***
ფიქრივით მისდევს წუთებს წუთები, ბუხართან ისევ აფრქვევ ნიკოტინს, რამდენი რამე გრჩება უთქმელი, არადა კიდევ რამედენს იტყოდი...
მაინც ირხევა ქარში ქოჩორი, მხარზე იდებენ ჩვენში კიდობნებს, და გულთან მიგაქვს ხალხის ჩოჩქოლი: - შეგვეძლო მაგრამ არ მოვინდომეთ...
ღერძს ეჭიდება მიწა ღრძილებით, თანდათან ხედავ ზეცა იხსნება და ორი სიტყვით მიგაცილებენ; - შეგვეძლო მაგრამ ვერ დავიხსენით..
ცხოვრება არის თვითონ ასეთი, რაც გამიკეთეთ ისიც მეტიაბ განა არ ვიცი, გადამარჩენდით, უბრალოთ დროში ვერ ჩავეტიეთ...

ხელი ჩამკიდე, მთაზე ავიდეთ, ნაბიჯს აგვიწყობს ექო ბგერებად, გაზაფხულობით მინდვრის ყვავილებს თმაში ლექსები გამოერევათ,
მერე უეცრად წაიყუჩებენ, ქალაქი მოსჩანს?! - ჩუმად გვკითხავენ და დავინახავთ ქუჩებს ქუჩები, არ დარჩენიათ გაურითმავი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ცხოვრება არის თვითონ ასეთი, რაც გამიკეთეთ ისიც მეტიაბ განა არ ვიცი, გადამარჩენდით, უბრალოთ დროში ვერ ჩავეტიეთ... -ეს უმაგრესი ლექსია, თავისი სიღრმით და ცხოვრების ფილოსოფიური გააზრებით!
ხელი ჩამკიდე, მთაზე ავიდეთ, ნაბიჯს აგვიწყობს ექო ბგერებად, გაზაფხულობით მინდვრის ყვავილებს თმაში ლექსები გამოერევათ. -აქ კი დავტკბი ულამაზესი მეტაფორით, ბრავო! (ზოგჯერ, ერთი სტრიქონი მთელ ლექსად ღირს...) ცხოვრება არის თვითონ ასეთი, რაც გამიკეთეთ ისიც მეტიაბ განა არ ვიცი, გადამარჩენდით, უბრალოთ დროში ვერ ჩავეტიეთ... -ეს უმაგრესი ლექსია, თავისი სიღრმით და ცხოვრების ფილოსოფიური გააზრებით!
ხელი ჩამკიდე, მთაზე ავიდეთ, ნაბიჯს აგვიწყობს ექო ბგერებად, გაზაფხულობით მინდვრის ყვავილებს თმაში ლექსები გამოერევათ. -აქ კი დავტკბი ულამაზესი მეტაფორით, ბრავო! (ზოგჯერ, ერთი სტრიქონი მთელ ლექსად ღირს...)
6. ყველა მომეწონა. 5! ყველა მომეწონა. 5!
5. ძალიან ლამაზია ყველა.
ღერძს ეჭიდება მიწა ღრძილებით, თანდათან ხედავ ზეცა იხსნება და ორი სიტყვით მიგაცილებენ; - შეგვეძლო მაგრამ ვერ დავიხსენით..
და ძალიან მართალი. ძალიან ლამაზია ყველა.
ღერძს ეჭიდება მიწა ღრძილებით, თანდათან ხედავ ზეცა იხსნება და ორი სიტყვით მიგაცილებენ; - შეგვეძლო მაგრამ ვერ დავიხსენით..
და ძალიან მართალი.
4. საინტერესო ნაშრომი–ემოციით გაჟღენთილი!! წარმატებები ავტორს!! საინტერესო ნაშრომი–ემოციით გაჟღენთილი!! წარმატებები ავტორს!!
3. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ ლექსების კითხვით, რისთვისაც ავტორს მადლობას ვუხდი :) + ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ ლექსების კითხვით, რისთვისაც ავტორს მადლობას ვუხდი :) +
2. ფიქრივით მისდევს წუთებს წუთები, ბუხართან ისევ აფრქვევ ნიკოტინს, რამდენი რამე გრჩება უთქმელი, არადა კიდევ რამედენს იტყოდი...
მაინც ირხევა ქარში ქოჩორი, მხარზე იდებენ ჩვენში კიდობნებს, და გულთან მიგაქვს ხალხის ჩოჩქოლი: - შეგვეძლო მაგრამ არ მოვინდომეთ...
ღერძს ეჭიდება მიწა ღრძილებით, თანდათან ხედავ ზეცა იხსნება და ორი სიტყვით მიგაცილებენ; - შეგვეძლო მაგრამ ვერ დავიხსენით..
ცხოვრება არის თვითონ ასეთი, რაც გამიკეთეთ ისიც მეტიაბ განა არ ვიცი, გადამარჩენდით, უბრალოთ დროში ვერ ჩავეტიეთ...
ფიქრივით მისდევს წუთებს წუთები, ბუხართან ისევ აფრქვევ ნიკოტინს, რამდენი რამე გრჩება უთქმელი, არადა კიდევ რამედენს იტყოდი...
მაგარი ლექსი!!!

1. ტრადიციული, რითმიანი, კარგი ლექსების წაკითხვა მომნატრებია. "რაის პოეტი" კიარადა, კაი პოეტი!:) ტრადიციული, რითმიანი, კარგი ლექსების წაკითხვა მომნატრებია. "რაის პოეტი" კიარადა, კაი პოეტი!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|