თავი 1 Imperare sibi, maximum imperium est....
ტურისტთა ჯგუფით სავსე უცხოური წარმოაების კომფორტული ავტობუსი მიადგა ტაძარს. ექსკურსიამძღოლი გადმოვიდა მანქანიდან, მიადგა გალავნის კარებებს, ფრთხილად ჩამოჰკრა ზარი და დაელოდა მასპინძელს. მალევე შავი ფერის სამოსელში გამოწყობილი ბერი გამოჩნდა ზღურბლზე, სტუმარს თავაზიანად მიესალმა, აცნობა რომ ვიზიტის შესახებ საქმის კურსში გახლდათ და განუმარტა, რომ ტაძარი ერთი საათის განმავლობაში მზად იყო მიეღო დამთვალიერებლები და მომლოცველები, თხოვა ჯგუფის ხელმძღვანელს, რომ ტურისტებს მაქსიმალურად დაეცვათ კდემამოსილება, არ ეხმაურათ, ტაძარში შესვლისას გაეთიშათ მობილური ტელეფონები და არ გამოეყენებინათ ფოტო და ვიდეო მოწყობილობები; ექსკურსიამძღოლი მიუახლოვდა ავტობუსიდან გადმოსულ ახალგაზრდების, განუმარტა ბერის თხოვნა და ჯგუფს წინ გაუძღვა. -მაშ, ასე მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელობის ტაძარში, რომელიც აშენდა 2007 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდედისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და აგებულია მონისა ღმრთისა მათე ჯაიანის და დეკანოზი ქრისტეფორეს(მეუნარგიას)წინამძღოლობით. გიდმა ტაძრის ალაგს გადააბიჯა და ჯგუფს ტაძრის ეზოში შეუძღვა; აქ კი ტურისტებს ნამდვილი გაკვირვება ელოდათ წინ, ვინაიდან ტაძარის ეზოს პანორამა საოცარი სილამაზისა გახლდათ: -როგორც ხედავთ აქ ნამდვილი ოაზისია, ეზოშ შუაგულში თქვენ ხედავთ დრაკონის უნიკლური ჯიშის ხეს, რომელიც ძირითადათ კანარის კუნძულების ბინადარია, 4-6 ათას წლამდე შეუძლია ცხოვრება, მისი დატოტვილი ღერო 20 მეტრამდე სიმაღლის იზრდება დიამეტრით 4 მეტრი, ფოთლის ბოჭკოებისაგან მზადდება უმაღლესი ხარისხის ჯაგრისები, ხოლო ხის ქერქის დასატვით მიიღება ყველასათვის ნაცნობი დრაკონის „სისხლი“. მარჯვენა მხარეს თქვენ ხედავთ გეორგინებს, რომელიც ასევე ძალიან ლამაზი და იშვიათი ჯიშის ყვავილები გახლავთ, ეს კი განსაკუთრებით გოგონებისათვის ნაცნობი ორქიდეებია, ფრთხილად შეგიძლიათ მიუახლოვდეთ და დატკბეთ მათი ვანილის სურნელით, აი, ეს ვარდისფერი და ყვითელი შეფერილობის კი ციმბიდიუმის ჯიშის ორქიდეებია, დააკვირდით რა ფერთაწყობაა და და რა სილამაზე.... -ვერ მალავდა თავის აღტაცებას ჯგუფის უფროსი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერამდენედ სტუმრობდა ამ სავანეს. -ეს, წითელი ფერის არაორდინარული სილამაზე კი ამარილისი გახლავთ, ესეც ქრიზნთემები-მამაკაცებიც კი ვერ დარჩებიან გულგრილნი ამ ენითაუწერელი სილამაზის მიმართ.-ესეც ბზის ბუჩქები და აგავას ჯიშის მცენარეები, რა საოცრებააა-რომანტიული ტონალობით აღმოხდა გიდს უნებურად... -მოდით ახლა ტაძრისკენ დავიძრათ და გავეცნოთ ამ უახლეს არქიტექტურულ ძეგლს. ის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა,ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია, გუმბათი ოთხ სვეტს ეყრდნობა, რომელთაგანაც ორი საკურთხევლის შვერილია, საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს, რომელიც გადატიხრულია ხის კანკელით , მასზე წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან, საკურთხევლის მარცხენა მხარეს თქვენ ხედავთ ორ მოჩუქურთმებულ ლომის ფიგურებზე მდგარ ხის ლუსკუმს. ყველა ამ ტაძარში არსებული ხატებიდან, კერძოდ ეს უძველესი ხატები ღმრთისმშობელის, წმინდა ნიკოლოზისა და სერგი რადონეჟელისა არის მონისა ღმრთისა მათე ჯაიანის შემოწირული, ხოლო დანარჩენი ხატები და ფრესკები მისი თხოვნისამებ დაწერილი ხატმწერთა მიერ და ასევე ტაძრისთვის გადმოცემული. ახლა თქვენ შეგიძლიათ მოილოცოთ და მერე გავაგრძელოთ ჩვენი ექსკურსი; ახალგაზრდებმა იქვე სანთლები შეიძინეს, ხატების წინ ლოცვები აღავლინეს, სამახსოვროდ ხატები და სხვა რელიგიური ნივთები შეიძინეს და გარეთ გამოვიდნენ; მალევე მათ ექსკურსიამძღოლის შეუერთდათ და ექსკურსის გაგრძელდა; -ტაძრის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლოა, აქვე კი რიგში თქვენ ხედავთ მწკრივში კელიებს, სადაც ბერები ცხოვრობენ, ბოლოში სატრაპეზოა და სტუმრების მისაღები ოთახი; როგორც ხედავთ ყველაფერი ძველებურ სტილში არის აგებული, აქაც ყველაფერი ყვავილებით, იშვიათი ჯიშის ბუჩქებით და ყვავილნარით არის გალამაზებული; -ქ-ნო ქეთევან, შეხედეთ, ეს ხომ შავი ვარდებია-ემოცია ვერ დამალა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, -ის ამ შენობას წრეზეა სულ, აბა, შეხედეთ; -დიახ, ეს მართლაც უნიკალური ჯიშის შავი ვარდებია...–მიკლე ფრაზით შემოიფარგლა ჯგუფის უფროსი... -ეს, რა შენობაა ქ-ნო ქეთევან და რით არის განპირობებული შავი ვარდები მის ირგვლივ??-ახლა ჯგუფის მეორე წევრმაც გამოაჩინა თავისი ინიციატივა.... -ამ შენობაზე ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან ბერები ამას არ გვეუბნებიან, ასევე არ ვიცი, რით არის განპირობებული შავი ვარდები შენობის ირგვლივ... –ისევ ნაჩქარევად დაასრულა საუბარი ქეთევანმა. –ახლა კი დროა სამახსოვრო ფოტოები გადაიღოთ , შემდგომ კი დავტოვოთ ტაძარი და შევუდგეთ ჩვენი ექსკურსიის მეორე ნაწილს-წინ გველოდება ქეიფი და გართობა მდინარის პირას-სამახსოვრო ფოტოებზე დრო 15 წუთი; რამდენიმე ხანში ჯგუფი ავტობუსში განლაგდა და ოციოდე წუთში მდინარის პირზე შეუდგა ექსკურსიის განუყოფელი ნაწილის- ქეიფის სამზადისს; ქეიფი და დროსტარება, ოხუნჯობები და ტურნირები ამ დღეს მრავლად იყო-ყველამ ისიამოვნა და დაიხარჯა ემოციურად, ფიზიკურად , როდესაც სახლში გაბრუნების დროც მოვიდა. თეა დიდბარიძე, ჯგუფის ერთ–ერთი წევრთაგანი სახლში მივიდა თუ არა , დედას გასძახა უმალ: -დეეე, მოვედი-იცი რა დიდებული იყო დედა, მსგავსი ლამაზი ტაძარი და ასევე ასეთ წალკოტში აგებული არასოდეს მინახავს.... -მიხარია თე, რომ კარგად გაატარე დრო, იმედია ფოტოებს მანახებ როგორც კი მოვჩები არა?? - რა თქმა უნდა იცი რამდენი ფოტოების გადავიღეთ? დეე, პირველად ვნახე შავი ვარდები,ისეთი...–ვერ დაასრულა წინადადება, რომ დედამ გააწყვეტინა. -შავი ვარდები? ტაძარში?? –ჰო, დედა, ტაძარში უამრავი სხვადასხვა შენობა–ნაგებობა ვნახეთ და ყოველივეს დანიშნულებაც გავიგეთ, მხოლოდ ერთი შენობა იყო ცალკე მდგომი, სარკმლები არ ჰქონდა და ირგვლივ სულ შავი ვარდებით იყო გარშემორტყმული... გიდმაც კი არაფერი იცოდა ამ შენობის დანიშნულებისა და შავი ვარდების ფუნქციონალური დატვირთვის შესახებ–არადა, ხომ იცი ქეთი რა ცნობისმოყვარეა და ეს როგორ გამორჩა?? –ეტყობა ბერებმა ჩამოიტანეს და ახარებენ და შენობა, რა ვიცი აბა....ტაძარი რომელი საუკუნისაა თე? –ახალია დედა, ხუთიოდე წლის უკან აუშენებიათ დეკანოზს სახელი ვერ დავიმახსოვრე და ვიღაც უცხოელ ბიზნესმენს, მმმმ, ჰოო– მათე ჯაიანს. –მათე ჯაიანი?–მათე ჯაია..ნი....–მკვდირსფერი დაედო სახეზე ქ–ნ ნინელის, ძალა გამოეცალა, დანა ხელიდან გაუვარდა და იქვე ახლოსმდგომ სკამზე დაეშვა....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "უცხოური წარმოაების კომფორტული ავტობუსი მიადგა ტაძარს" - ქართული წარმოების ავტობუსიც არსებობს? კარგი ძალიან! "უცხოური წარმოაების კომფორტული ავტობუსი მიადგა ტაძარს" - ქართული წარმოების ავტობუსიც არსებობს? კარგი ძალიან!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|