ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალუმინა1
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2012


ეს ჩაიდინა ცოდვამ

ქალმა დაკარგა ქალობა
ჩიტმა შეწყვიტა გალობა.
კაცმაც დაკარგა კაცობა,
აღარ სურს მას მამაცობა.
სახლმაც დაგარკა სახლობა
ცეცხლმა შეწყვიტა გათბობა.
სიტყვამ დაკარგა ფასი
ცხოვრება გახდა ფარსი,
ღვინომ შეწყვიტა თრობა
ყველამ დაიწყო მტრობა.
ხალხმა დაკარგა რწმენა
ხემ ამოიდგა ენა.
ლინზა აგარ კრეფს სხივებს
მშობელი არ ზრდის შვილებს.
გველსაც გაუქრა შხამი
მატლმა არ ჭამა გვამი,
ძილი დააფრთხო ბოდვამ
ეს ჩაიდინა ცოდვამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს