 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 18 ივლისი, 2012 |
ერთად დადიან!- -იტყვის მავანი და გვერდს ჩაუვლის ორი შეშლილი- -ლექსი, ჩემსავით ამპარტავანი, მე, სუსტი ყველა ჩემი ლექსივით.
სარკესთან ისევ პირისპირ დავრჩი, როგორ დამეტყო შფოთი და დაღლა, ვერ მოვიშორე მათხოვრის ჩაჩი, ვერ მოვიშუშე მასხარის დამღა...
ნეტავი ცოტაც გამაძლებინა, ზაფხული ქშინავს სიცხის დილემით, ლარზე გაბმული ნაგაზებივით წრეებს უვლიან სახლებს ჩრდილები...
მე მხოლოდ მცირე ლაქა ვარ მელნის, ისევ ღრუბლიან ფურცლებს ვეჩვევი, გალუმპული მაქვს წვიმისგან მხრები და გუბეები დამაქვს პეშვებით....
ბილიკს შეაცვდა ჩემი ღიმილი, მაკრთობს საწუთროს სახე ტიალი, და მონანიე პილიგრიმივით ლექსიდან ლექსში დავხეტიალობ...
შენიღბულია ისევ დარბაზი, ისევ ღიმილი მტკივა ბაგეზე, და შიშით ხელში, როგორც ჯამბაზი, ისე გავდივარ სიტყვის ბაგირზე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. გაიხარე თამარ, ლექსებში მაინც თუ შემომრჩა სული, ესეც კარგია... გაიხარე თამარ, ლექსებში მაინც თუ შემომრჩა სული, ესეც კარგია...
14. ლარზე გაბმული ნაგაზებივით წრეებს უვლიან სახლებს ჩრდილები..
გალუმპული მაქვს წვიმისგან მხრები და გუბეები დამაქვს პეშვებით...
ლამაზი ლექსები გაქვს, სოსო, სათუთსულიანი! ლარზე გაბმული ნაგაზებივით წრეებს უვლიან სახლებს ჩრდილები..
გალუმპული მაქვს წვიმისგან მხრები და გუბეები დამაქვს პეშვებით...
ლამაზი ლექსები გაქვს, სოსო, სათუთსულიანი!
13. კარგია, კარგი კარგია, კარგი
12. გაიხარე არამითი გაიხარე არამითი
11. ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ესაა უმაღლესი და ნატიფი პოეზია!
ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ესაა უმაღლესი და ნატიფი პოეზია!
10. კარგია ძალიან ++ კარგია ძალიან ++
9. ნეტავი ცოტაც გამაძლებინა, ზაფხული ქშინავს სიცხის დილემით, სინზე გაბმული ნაგაზებივით წრეებს უვლიან სახლებს ჩრდილები
------------------------------------- შენიღბულია ისევ დარბაზი, ისევ ღიმილი მტკივა ბაგეზე, და შიშით ხელში, როგორც ჯამბაზი, ისე გავდივარ სიტყვის ბაგირზე.
გულში ჩამეჭრა!
+++++++++++++++++++++5555555555555555555555 ნეტავი ცოტაც გამაძლებინა, ზაფხული ქშინავს სიცხის დილემით, სინზე გაბმული ნაგაზებივით წრეებს უვლიან სახლებს ჩრდილები
------------------------------------- შენიღბულია ისევ დარბაზი, ისევ ღიმილი მტკივა ბაგეზე, და შიშით ხელში, როგორც ჯამბაზი, ისე გავდივარ სიტყვის ბაგირზე.
გულში ჩამეჭრა!
+++++++++++++++++++++5555555555555555555555
8. -ლექსი, ჩემსავით ამპარტავანი, მე, სუსტი ყველა ჩემი ლექსივით.
და შიშით ხელში, როგორც ჯამბაზი, ისე გავდივარ სიტყვის ბაგირზე... -მშვენიერია! ეს ვერ გავიგე ოღონდ:)-სინზე გაბმული ნაგაზებივით---ალბათ,სინაზე გაბმულ ნაგაზებივით? -ლექსი, ჩემსავით ამპარტავანი, მე, სუსტი ყველა ჩემი ლექსივით.
და შიშით ხელში, როგორც ჯამბაზი, ისე გავდივარ სიტყვის ბაგირზე... -მშვენიერია! ეს ვერ გავიგე ოღონდ:)-სინზე გაბმული ნაგაზებივით---ალბათ,სინაზე გაბმულ ნაგაზებივით?
7. გალუმპული მაქვს წვიმისგან მხრები და გუბეები დამაქვს პეშვებით.... შენიღბულია ისევ დარბაზი, ისევ ღიმილი მტკივა ბაგეზე, და შიშით ხელში, როგორც ჯამბაზი, ისე გავდივარ სიტყვის ბაგირზე... ძალიან ლამაზი ლექსია...555 გალუმპული მაქვს წვიმისგან მხრები და გუბეები დამაქვს პეშვებით.... შენიღბულია ისევ დარბაზი, ისევ ღიმილი მტკივა ბაგეზე, და შიშით ხელში, როგორც ჯამბაზი, ისე გავდივარ სიტყვის ბაგირზე... ძალიან ლამაზი ლექსია...555
6. სინზე გაბმული ნაგაზებივით წრეებს უვლიან სახლებს ჩრდილები...
საერთოდაც მე ვგიჟდები ამ პოეტზე,გულწრფელად...
+ სინზე გაბმული ნაგაზებივით წრეებს უვლიან სახლებს ჩრდილები...
საერთოდაც მე ვგიჟდები ამ პოეტზე,გულწრფელად...
+
3. ღმერთმა სიხარული და გამარჯვება არ მოგაკლოს ქართველო!! ღმერთმა სიხარული და გამარჯვება არ მოგაკლოს ქართველო!!
2. გაიხარე ხარების მომტვინიერებელო
გაიხარე ხარების მომტვინიერებელო
1. ბრავო ნადირი–მსიამოვნებს ამ გვერდზე შემოსვლა და რაღაც არაორდინარული ხელწერული მანერის მქონე მეკალმის შემოქმედების გაცნობა; ჩემი +2 და წარმატებები ბრავო ნადირი–მსიამოვნებს ამ გვერდზე შემოსვლა და რაღაც არაორდინარული ხელწერული მანერის მქონე მეკალმის შემოქმედების გაცნობა; ჩემი +2 და წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|