ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალუმინა1
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2012


ბრძენი დუმს

ბრძენი მდუმარებს და იწყებს ტირილს,
რა დაგემართა - კითხა სულელმა.
რა და,სულელი ყველასთან ყვირის
და ბრძენს კი უმძიმს მათი ყურება,
-თუკი ბრძენი ხარ ,რატომ მძიმდებით
უცებ ,დაცინვით უთხრა  სულელმა.
რატომ ფიქრობთ,რომ ყველას ჭირდებით,
მზე ხომ გაფანტა შავმა ღრუბელმა.
ბრძენი ჩურჩულებს და ამბობს „ცდები“
შავი ღრუბელი არის უგნური
შენ რასაც ამბობ ახლა ვერ ხვდები,
და ყველაფრის წინ შენ ხარ-უძლური.
ბრძენი,სიკვდილის შემდეგ ბრწყინდება,
შემდეგ ინთება ხალხის გულები
და მათ ნათქვამებს  ჩააჯინდება.
შემდეგ ჩნდებიან დაკარგულები.
ბძენი მუდამ დუმს.ინახავს სიტყვებს,
სულელი ამბობს,აღარ ჩუმდება.
ის თავის თავში პასუხობს კითხვებს,
შემდეგ იტყვის და ისევ დუმდება.
სულელმა უთხრა -მაშ მეც ბრენი ვარ!
ყველაფერს ვამბობ და არ ვდუმდები
და მე დღეს ამით ბედნიერი ვარ
რადგან მე დუმილს არ  ვუბრუნდები!
მდუმარეს რატომ ეწოდა ბრძენი?
ვიცი,ამაზე ვერ გამცემ პასუხს.
რაც შეამოკლეს ის იყო  გრძელი,
იმ შემმოკლებელს ხომ სიგრძე არ სურს.
დრო მუდამ გადის,ის სულ გრძელია,
უთხრა და ხელი დაადო მხარზე,
თუკი სულელი მაინც ბრძენია
უფალი რატომ გააკრეს ჯვარზე?!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს