ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2012


არის წუთები...

არის წუთები,როცა ცრემლებს აღარ აქვს აზრი,
არის წუთები,რომ გგონია გული მოკვდება.
არის წუთები,როცა ელი ვიღაცის მოსვლას,
მაგრამ ის ვიღაც იგვიანებს... გადის ცხოვრება...
და მაინც, ახლა წარსული მაქვს მოსაგონარი,
ვფიქრობ, ვიხსენებ ლამაზ წუთებს, სევდა მაწვება...
ღმერთო, რამდენი რამე დამრჩა იქ საფიცარი,
თუმც იყო ცრემლი,გულისტკენა,იმედის ნგრევა,
მაგრამ, თუ რამე ლამაზია-იყო წარსულში.
ბევრია წუთი,რომ ვიხსენებ და არ მბეზრდება...
ეჰ,გული მტკივა, ყველაფერი არის განვლილი
და მომავალში არასოდეს განმეორდება.
გთხოვთ,აღარ მითხრათ-ყველაფერი იქნება კარგად!
რომ დავიჯერებ, მერე ასე აღარ მოხდება!
ფერად  ფანქრებით მე ნაცრისფერ დღეებსა ვხატავ,
ვეღარც ლექსებში ვხედავ შვებას, არაფრის არ მწამს.
არის წუთები,როცა მინდა ვიტირო მაგრად,
ცრემლი გულიდან წამოსული ვერ აღწევს თვალებს.
მე აღარ ვითხოვ არც სიყვარულს,არც შებრალებას,
მხოლოდ ზოგიერთ მსახიობებს ვთხოვ ,გამეცალეთ!
არის წუთები,როცა ფასი აღარ აქვს ბოდიშს.
ყველას გპატიობთ და მიმხვედრიც მიხვდება ალბათ,
მაგრამ გულიდან სამუდამოდ, როგორმე, წაგშლით,
თქვენთვის კი ასეთ პატიებას ფასი აღარ აქვს.
სწორედ ამიტომ, ნურასოდეს ნუ მატკენთ მწარედ,
ნუ მომატყუებთ, მართალიც არ დაგეჯერებათ.
გულით მინდოდა სულ ჩემ გვერდით ყოფილიყავით,
გონებას ვერა შევასმინე,იმას არ სჯერა.
გონება ფიქრით დაიღალა, გული ტკივილით.
ისიც არ ვიცი, მე ამ ლექსით რა მსურდა მეთქვა.
დანგრევას მხოლოდ წუთი უნდა, შენებას-წლები,
რაც ერთხელ ტყდება, მერე იგი არ გამთელდება.
მე გული მტკივა, თუმცა, ვბოდავ, სადღაა გული...
მხოლოდღა მისი ნამსხვრევები, სხვა არა შემრჩა.
არის წუთები,როცა ცრემლებს აღარ აქვს აზრი,
არის წუთები,რომ გგონია, გული მოკვდება...
არის წუთები,როცა ელი ვიღაცის მოსვლას,
მაგრამ ის ვიღაც იგვიანებს... გადის ცხოვრება...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები