ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2012


მწიფე ვაშლივით

ფაქტივით ჯიუტს, ისევ უარგყოფ -
არ ვაღიარებ შენთვის რომ ვღელავ.
თამაშ-თამაშით მოწეულ ნაყოფს,
შენი ხელებით მთავაზობს ევა.

და შენც ერთი ხარ... ამბობ: "ჩემთვისაც",
- ეს კი სიმართლეს, რატომღაც არ გავს!
ადგილს იჩემებ ნაკლულ ნეკნისას
და მოფერებით მეძახი ადამს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები