| ავტორი: ბრავო ჟანრი: პოეზია 16 აგვისტო, 2012 |
მოაბიჯებდა, მოდიოდა, მოჰქონდა ვნება, მზე ვერ ბედავდა ედევნებინა მის უკან ჩრდილი, ცოტა ამაყი, თითქოს მორცხვიც, ცოტა თავნებაც, ფერი ისლამის მთელს ტანზე ჰქონდა ზეწრად გაშლილი. მოაბიჯებდა, მოდიოდა, მოჰქონდა ვნება, არ ჰქონდა რიდი არც მცხუნვარე მზის და არცა ავდრის, ოდნავ ამაყი, ოდნავ მორცხვი, ოდნავ თავნება, სახეს იდუმალს უმალავდა მას თეთრი ჩადრი. მოაბიჯებდა, მოდიოდა, მოჰქონდა ვნება, ასე შეფუთულს გრძნობდა გული ფეხით – თავამდის, ოდნავ ამაყი, ოდნავ მორცხვი, ოდნავ თავნება, არ იკარებდა მხოლოდ თვალლები რჯულსა მაჰმადის. მოაბიჯებდა, მოდიოდა, ვნება მოჰქონდა, და ნორჩ ქალურ ჟინს მოაფრქვევდა თვალით ნატიფად, ოდნავ ამაყი, ოდნავ მორცხვი, თავნებაც ოდნავ, ეხვია რიდე, ეფარა ჩადრი, ერქვა ფატიმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა ან :))) აჩვენე შენს ფატიმას ეს ლექსი და თუ ძალიან მოეწონება "ვაჩუქებ" :))) მადლობა ან :))) აჩვენე შენს ფატიმას ეს ლექსი და თუ ძალიან მოეწონება "ვაჩუქებ" :)))
7. ჩემთვის ძალიან სათნო და საყვარელ ადამიანს ჰქვია ფატიმა და მისი ხათრით შემოვირბინე ამ ლექსზე,მაგრამ ლექსიც მომეწონა..წარმატებები,ავტორო.:) შენც და ფატიმასაც..:) ჩემთვის ძალიან სათნო და საყვარელ ადამიანს ჰქვია ფატიმა და მისი ხათრით შემოვირბინე ამ ლექსზე,მაგრამ ლექსიც მომეწონა..წარმატებები,ავტორო.:) შენც და ფატიმასაც..:)
6. ბოლოში წამოკრავდი ფეხს :))) აგქცეულზეა დაწერილი და მიმისუსსტდა ))) ბოლოში წამოკრავდი ფეხს :))) აგქცეულზეა დაწერილი და მიმისუსსტდა )))
5. ერთი-ორ ადგილას წამოვკარი ფეხი თითქოს და გადავიკითხავ კიდევ. თუმცა მომეწონა კია ეს ორიგინალური ლექსი და ერთ ოქროს (პლიუსს) დავტოვებ ფეშქაშად ფატიმასთვის :) ერთი-ორ ადგილას წამოვკარი ფეხი თითქოს და გადავიკითხავ კიდევ. თუმცა მომეწონა კია ეს ორიგინალური ლექსი და ერთ ოქროს (პლიუსს) დავტოვებ ფეშქაშად ფატიმასთვის :)
4. მომეწონა ესეც ) მომეწონა ესეც )
3. ცოტაც და...მშვენიერი ლექსი იქნებოდა. ცოტაც და...მშვენიერი ლექსი იქნებოდა.
2. დასაწყისში მართლაც კარგი იყო, ფინალმა მოისუსტა ჩემი აზრით, მთლიანობაში მე მომეწონა! დასაწყისში მართლაც კარგი იყო, ფინალმა მოისუსტა ჩემი აზრით, მთლიანობაში მე მომეწონა!
1. ძალიან ლამაზად დაიწყო,მაგრამ ხანდახან ზედმეტი სილამაზეც კი ყირჭდება კაცს.
დასაწყისისთვის + ძალიან ლამაზად დაიწყო,მაგრამ ხანდახან ზედმეტი სილამაზეც კი ყირჭდება კაცს.
დასაწყისისთვის +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|