ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოქეთი
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2012


წლიდან წლამდე (გულიდან)

იანვრის თოვლით დახვრეტილ მიწას,
თებერვლის მთვარეს და ანც სუსხს ველი,
მარტი რომელიც თეთრ კვირტებს ფიცავს
აპრილი მოსდევს,ცრემლამდე სველი.

მაისს ვეძებდი ჩემზე არეულს,
და გზაში ისე ჩამოიღვენთა,
როგორც,ივნისის მზისგან იმ წყეულ,
ცხოვრებას ჰგავდა,საკადრის ფერთა.

დაცხა და ივლისს მოვკარი თვალი,
აგვისტოსაც და მის მზის კაბადონს,
უნდა დატოვოს მან თავის კვალი,
და ცდილობს,უნდა მალე დამბადოს.

სკოლა,დარეკავს პირველი ზარი,
სექტემბერია,და ფოთოილცვენა,
მეც იმ ნანატრი სურნელით მთვრალი
ოქტომბერს ვხედავ,როგორ ეცემა.

ეცემა ხეებს,ხასიათს,მუზებს,
დგება სევდიან ნოემბრის თემად,
უნდა დეკემბერს წინ რომ გაუძღვეს
მაგრამ,იღვრება ფიფქად და ცრემლად.

აი ის დადგა,შესრულდა წელი,
შიში გაქვს,გინდა?რომ დარჩე კენტი,
გამოფხიზლდი და თავს შეუძახე
რომ შენ შეძელი ერთ წელზე მეტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები