ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2012


ჩაკეტილი ამინდები

ახლა გარდეროფს შევავლე თვალი
და მეზედმეტა რვა წყვილი წინდა,
გადმოიყარა ტოტები შარვლის, -
როცა ვაღებდი - ყოველი მხრიდან.

მაისურები ფერებს იცვლიდნენ,
შორის მუქ ჯემპრთა,
ერთერთი წითლად გადმოეღვენთა
სისხლივით, სვიტერს.
კიდევ სხვა სამოსს ვამჩნევდი - იმდენს:
ქურთუკებს, საცვლებს ერთად ზეწრებთან,

რომ სამოსელის გავხდი შემყურე,
რომლებსაც ვიცვამ და ვყრი უკანვე;
მთელი სხეულით რომ ვუერთგულე
და მეორადად არ გავუგზავნე,
თუნდაც სომალელ უმწეო სხეულს.

ვიცი რომ მკმარა სულ ორი ტოტი,
რომ ერთი წყვილი მეყოფა წინდა.
რომ მაისურთა ამდენი სორტი,
ჩემს გარდეროფში ამინდს ვერ ქმნიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები