ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2012


...

ხვალ...

ხვალ სასამართლო შედგება
უქმად დახარჯულ წლების
რა მინდა, მართლა, არ ვიცი,
რა არ მსურს  –  ამას ვხდები

ხვალ სასამართლო შედგება
და დაიმსხვრევა ცები...
ცრემლის საკანში იწყება
ჩემი ცისფერი მთები..

თქვენ რომ გგონიათ, ვეცემი,
მე სწორედ მაშინ ვდგები !




პრეცედენტი ანუ ლექსის ანალოგია კანონის ანალოგიიდან გამომდინარე

პროცესი არ შემდგარა,
სახელმწიფო დუმდა!
უბრალოდ დაგვაშორეს , 
რაკი შენთან ყოფნა მსურდა,
ამკიდეს უშენობის სიზიფეს ლოდი...
ესეც არ მაკმარეს,
მარტოობაც მოდის!!!

და ველი ამნისტიას უბრალო დამნაშავე..

ღმერთი თუ არ აჩქარებს ,
ეშმაკო, შენ მაინც დააჩქარე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს