* * *
ვინც ჩემთან იყვნენ ამ ცხოვრებაში და ძალიან ადრე გამშორდნენ, – ისე, თითქოს სიჩუმეც კი ვერ მოვიბეზრეთ, საუბარი – ვერ მოვასწარით და ვიდექით, როგორც ხეები, ერთმანეთისკენ მოსახრელად, მოველოდით იშვიათ ქარებს, – ვიქნებოდი მათი სიცოცხლე და დიდხანს არ მივატოვებდი.
* * *
კარგად ვიცნობ ძველ ბუკინისტებს, - მამაჩემის თაობის კაცებს. სტუდენტობისას ვყიდულობდი წიგნებს, რომლებშიც ისეთივე გმირები იყვნენ, როგორებიც თვითონ არიან; ერთ სულ პატარა საქმეშიც რომ არ გაუმართლათ, ახლა კი ხელი აქვთ გამოწვდილი.
წიგნებში ეს ადვილად იყო, ამიტომაა, იმ მიწისქვეშ გადასასვლელში სწრაფად გავდივარ და ფულსაც ვაძლევ, მაგრამ არა - მოწყალებისთვის, უფლებისთვის, რომ კარგად ვიყო, როცა მათი დარდი მაშინებს, - ცოცხალთა სევდა.
წასვლა
ყურადღება, რაც ჩემს ლექსებს ადრე დავუთმე, როგორც ამბობ: "მოყვასისათვის" - შეიძლებოდა - საჭირო დროს გამომეჩინა.
თუნდაც მაშინ ის ბიჭი (ვინც მანქანის კარი დახურა და მგზავრს მიეფარა), მოელოდა რაღაცას ჩემგან.
ვუყურებდი ბოლომდე მშვიდად. ამ წასვლაზეც დავწერდი რამეს და რაც უფრო მეტს იტირებდა და რაც უფრო ვერ წავიდოდა, უკეთესად დავწერდი, - ვგრძნობდი.
მაშინ, უბრალოდ, მე შემეძლო, რომ არ გამეშვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ძალიან ახლოს მოდიან ხოლმე შენი ლექსები, ძალიან.. ძალიან ახლოს მოდიან ხოლმე შენი ლექსები, ძალიან..
10. თოკო მგელი ხარ !
თოკო მგელი ხარ !
8. ძალიან...ძალიან კარგი ლექსები...ერთმანეთზე უკეთესები... 55555 ძალიან...ძალიან კარგი ლექსები...ერთმანეთზე უკეთესები... 55555
7. ვინც ჩემთან იყვნენ ამ ცხოვრებაში და ძალიან ადრე გამშორდნენ, – ისე, თითქოს სიჩუმეც კი ვერ მოვიბეზრეთ, საუბარი – ვერ მოვასწარით და ვიდექით, როგორც ხეები, ერთმანეთისკენ მოსახრელად, მოველოდით იშვიათ ქარებს, – ვიქნებოდი მათი სიცოცხლე და დიდხანს არ მივატოვებდი. ვინც ჩემთან იყვნენ ამ ცხოვრებაში და ძალიან ადრე გამშორდნენ, – ისე, თითქოს სიჩუმეც კი ვერ მოვიბეზრეთ, საუბარი – ვერ მოვასწარით და ვიდექით, როგორც ხეები, ერთმანეთისკენ მოსახრელად, მოველოდით იშვიათ ქარებს, – ვიქნებოდი მათი სიცოცხლე და დიდხანს არ მივატოვებდი.
6. მომწონს აქ, ძალიან! გაშიშვლებული სულია...
"ისე, თითქოს სიჩუმეც კი ვერ მოვიბეზრეთ, საუბარი – ვერ მოვასწარით"
"არა - მოწყალებისთვის, უფლებისთვის, რომ კარგად ვიყო"
მომწონს აქ, ძალიან! გაშიშვლებული სულია...
"ისე, თითქოს სიჩუმეც კი ვერ მოვიბეზრეთ, საუბარი – ვერ მოვასწარით"
"არა - მოწყალებისთვის, უფლებისთვის, რომ კარგად ვიყო"
5. წიგნებში ეს ადვილად იყო, ამიტომაა, იმ მიწისქვეშ გადასასვლელში სწრაფად გავდივარ და ფულსაც ვაძლევ, მაგრამ არა - მოწყალებისთვის, უფლებისთვის, რომ კარგად ვიყო, როცა მათი დარდი მაშინებს, - ცოცხალთა სევდა
55555555 წიგნებში ეს ადვილად იყო, ამიტომაა, იმ მიწისქვეშ გადასასვლელში სწრაფად გავდივარ და ფულსაც ვაძლევ, მაგრამ არა - მოწყალებისთვის, უფლებისთვის, რომ კარგად ვიყო, როცა მათი დარდი მაშინებს, - ცოცხალთა სევდა
55555555
4. კარგი ხარ თორნიკე. კარგი ხარ თორნიკე.
3. მომეწონა. ! მესევდიანა მამაჩემის ასაკის კაცებს. სტუდენტობისას.
მომეწონა. ! მესევდიანა მამაჩემის ასაკის კაცებს. სტუდენტობისას.
2. რაც გუშინ ვთქვი ამ ლექსებზე, ისევ ის.. რაც გუშინ ვთქვი ამ ლექსებზე, ისევ ის..
1. თორნიკეს ყველა ლექსი მიხარია, რადგან წინ და წინ მიდის და ემოცია არასოდეს იშრიტება მის ნაწერებში. 10+მოკითხვა!
თორნიკეს ყველა ლექსი მიხარია, რადგან წინ და წინ მიდის და ემოცია არასოდეს იშრიტება მის ნაწერებში. 10+მოკითხვა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|