მენატრები, ცას ვუყურებ, რადგან იქ მეგულები. წახვედი და დამიტოვე დარდი გამოულევი, მონატრება თვალებზე ცრემლად ჩამომდენია, გული ასე ძალიან ჯერ არასდროს მტკენია. ფიქრით ძლიერ დაღლილი, თვალებს ცრემლით ვისველებ შენ დაგეძებ რიტმებში, ცაში, უკვე სიზმრებშიც. ხომ არ გამბუტებიხარ? რატომ აღარ გამოჩნდი? დამესიზმრე ხანდახან,ვეღარ ხედავ რა მომდის? მართლა მაგრად ავღელდი, მენატრები ძალიან ასე რომ შემიყვარდი შენი სულის ბრალია. მეგობარო, ფიქრები შენსკენ გამომქცევია ,,ბენჟამენი სად არის?“ დღემდე მეკითხებიან. მე კი ცისკენ ვუთითებ,გეფერები შორიდან ეჰ ,ცოცხალი რომ იყო რა ძალიან მომინდა! ,,ოქრო ხარო მითხარი, შეგისწორე ბრინჯაო, ვისთვის როგორ პატარავ,რატომ გაგიკვირდაო?“ სულ შენს ლექსებს ვკითხულობ და წერილებს ვიხსენებ სანამ მქვია ცოცხალი აღარ დაგივიწყებენ! გავამართლებ გპირდები ,მე შენს ლამაზ იმედებს მერე როცა დრო გავა ,როცა ღმერთი ინებებს. შენთან მოვალ, ზეცაში შეხვედრემდე ბეჟანი... P.S.ხვალ 40დღე შესრულდება,რაც ჩვენგან წახვედი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კახა გრძელიშვილი არაფრის.ძალიან მენატრება...:( კახა გრძელიშვილი არაფრის.ძალიან მენატრება...:(
5. მადლობა ავტორო ასეთი ლექსისთვის. მადლობა ავტორო ასეთი ლექსისთვის.
4. ტორეადორი დიდი მადლობა. ტორეადორი დიდი მადლობა.
3. ეეეეჰ, ბენჟამენ.....
დღეს წარსდგები უფლის წინაშე!! შენთვის ლოცვა–ვედრებას არ დავიშურებთ!!
დიდი მადლობა ავტორს–ღმერთმა დაგლოცოთ!!
ეეეეჰ, ბენჟამენ.....
დღეს წარსდგები უფლის წინაშე!! შენთვის ლოცვა–ვედრებას არ დავიშურებთ!!
დიდი მადლობა ავტორს–ღმერთმა დაგლოცოთ!!
2. დალილა ხო მისი დამსახურებაა,რომ გვიყვარს.ძალიან თბილი ადამიანი იყო დალილა ხო მისი დამსახურებაა,რომ გვიყვარს.ძალიან თბილი ადამიანი იყო
1. მეც მენატრება.ძალიან. ადამიანი როცა გიყვარს ეს მისი დამსახურებაა და არა შენიო-უთქვამთ.მართლაც ასეა.მიყვარდა მისი თბილი,იმედიანი,გამამხნევებელი კომენტარებით.
ცნობით არ ვიცნობდი. მეც მენატრება.ძალიან. ადამიანი როცა გიყვარს ეს მისი დამსახურებაა და არა შენიო-უთქვამთ.მართლაც ასეა.მიყვარდა მისი თბილი,იმედიანი,გამამხნევებელი კომენტარებით.
ცნობით არ ვიცნობდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|