* * *
თუ მარადისი მოსაწყენია, შეიტანე სიკვდილში შენი სიყვარული მოყვასისადმი, შეიყვანე, სულ ბოლოს, ისიც და დაელოდე რაღაც ცვლილებას.
მინდვრის გასათიბ ბალახებზე, გამხმარ ხეებზე ბევრად ადვილად ვტოვებთ ერთმანეთს ადამიანები.
* * *
/შენ/
დღისით ვინ ახედავს ზეცაში პლანეტებს?!. - არ ჩანან, ისე კი არიან და ჩემი დარდიც იგივეა, - სხვის თვალში პატარა, თან ტკბილი, - ისეთი, - ცხოვრების საშენად საჭირო, რომელიც მინდა, თუ არ მინდა, მიმაქვს და მივყვები ჩვეული შეგრძნებით, თითქოს ამ ტანიდან ვიღაცა გავიდა და სხვაგან, ჩემ ნაცვლად, ცხოვრებას აგრძელებს. ის მახსოვს; ძარღვებში სისხლმა რომ ინათა, - მიყვარდი, - რომ იმ წელს ითოვა ზამთრამდეც, რომ ხშირად ვიდექი დაორთქლილ მინებთან, და ვწერდი: დავმთავრდე, დავმთავრდე, დავმთავრდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. თოკო წარმოვიდგინე,რა მაგარია იქნება ამის მოსმენა,შენი ხმით წაკითხული ლექსი მენატრება მე:* თოკო წარმოვიდგინე,რა მაგარია იქნება ამის მოსმენა,შენი ხმით წაკითხული ლექსი მენატრება მე:*
7. დაბადების დღეს გილოცავ, თორნიკე. :*
მინდვრის გასათიბ ბალახებზე, გამხმარ ხეებზე ბევრად ადვილად ვტოვებთ ერთმანეთს ადამიანები. დაბადების დღეს გილოცავ, თორნიკე. :*
მინდვრის გასათიბ ბალახებზე, გამხმარ ხეებზე ბევრად ადვილად ვტოვებთ ერთმანეთს ადამიანები.
6. გილოცავ დაბადების დღეს... გილოცავ დაბადების დღეს...
5. მომწონს შენები...:-* აქ ბოლო იყო კარგი...5 არ დამთავრდე...:-* მომწონს შენები...:-* აქ ბოლო იყო კარგი...5 არ დამთავრდე...:-*
3. არ დამთავრდე! არ დამთავრდე! არ დამთავრდე! არ დამთავრდე! არ დამთავრდე! არ დამთავრდე!
2. ეს წესი მკლავს,კომენტარი რომ უნდა დაწერო...
არ შეიძლება,უბრალოდ...კითხულობდე,გრძნობდე და გიყვარდეს?! ეს წესი მკლავს,კომენტარი რომ უნდა დაწერო...
არ შეიძლება,უბრალოდ...კითხულობდე,გრძნობდე და გიყვარდეს?!
1. კარგი ხარ ჭელო. კარგი ხარ ჭელო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|