ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2012


ეუხენა ბალბოა

"მარჯანიშვილის" ფოიე
და "ეუხენა ბალბოა"...
სპექტაკლი არა "ტფუია",
დარბაზიც არის უბრბოო.
კარში გაგდებულ შვილიშვილს,
უკან მოსვლა რომ სწადია...
ნამუსგარეცხილ ვირიშვილს
ეს 20 წელიწადია
სხვა ფიქრი არა ჰქონია,
სურდა მოხუცთა ქონება...
არ სჭირდა მელანქოლია,
ნამუსის გამოგონება
ვფიქრობ, არცერთხელ უცდია,
რა აზრი ჰქონდა, ეცადა?
და თუმცა დღემდე უცდიან,
მტყუანი არის ზეცამდე!
ავიღოთ მისტერ ფერნანდო,
მაურისიოს ბაბუა;
შვილიშვილს სახლი ვერ ანდო,
ნაღდი და უნიღაბოა...
ანდა მოხუცი ბებია,
მთავარი გმირი ავიღოთ;
ტკივილი გასაგებია,
არც მას ვიმეტებ სანიღბოდ!
ბოლომდე ნუ მომაყოლებ,
მუზისას ვიხდი მეც ქირას...
ანტრაქტის მერეც აბოლებ,
სპექტაკლისათვის გეცქირა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები