 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 25 ოქტომბერი, 2008 |
ყოველთვის ვცდილობდი ლექსზე მემუშავა, გამეწმინდა,გამეშალაშინებინა და ისე წარმედგინა მკითხველისათვის, მაგრამ აღმოჩნდნენ ადამიანები რომლებმაც სიახლე ვერ დაინახეს ამ ლექსებში... და მოძველ;ებულ ავტორად ჩამთვალეს... მე ასეთი ოპონენტების ყურადსაღებად ამ ერთხელ უნდა ავიღო თავზე ხელი და გამოვაქვეყნო ისეთი ექსპრომტი რომელსაც ათასობით დავწერ ეს რომ ნორმალურად და მისაღებად მიმაჩნდეს...
შენ შეგიძლია გაურითმო მაწონს საწოლი.. მე კი კვლავ ნაგვის ურნებს გავქექავ, როგორც მშიერი ანატომი, ნაგვის ურნაში ნაპოვნი ლუკმა ხომ ყველაზე გემრიელია/ შენ შეგიძლია გაურითმო მაწონს საწოლი... და მიუწერო გვერდზე საცოლე.. მე კი ბოლომდე გამოვშიგნავ ნაგვიან ღამეს, გავიხრწნები ჩემს ფეკალურ აღმოჩენებში... რადგანაც თურმე ნაგავია თავად ის ღერძი რაზეც ბრუნავენ უსასრულოდ ჩვენი სიზმრები... შენ შეგიძლია გაურითმო მაწონი საწოლს... მე კი ნაგავში ნაპოვნ ლექსებს დავიდებ თავქვეშ, როგორც ცივ და ეკლიან ღამეს. შენ შეგიძლია გაურითმო მაწონი საწოლს, მეკი ამ ნაგავს შევემატები, როგორც ნაგავი, და ცივ ბუნკერში გამოვიზამთრებ, მერე კი როცა გაზაფხულდება საშოებით დაიწყებენ სუნთქვას ქალები... შენ გაურითმე მაწონი საწოლს მე კი დღეიდან რითმებს ვაგინებ, შენ გაურითმე მაწონი საწოლს, ოღონდ ნუ მეტყვი: ----არ ერითმებაო ფალოსს ვაგინა...
კიდევ გიხდით ბოდიშს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. პატივისცემით "მოლიერი" : ) პატივისცემით "მოლიერი" : )
1. რაღაც ადგილებში ვიხალისე. ხოდა არ ვიცი რის ნიადაგზეა ეს დაწერილი მაგრამ აი მე პირადად საშინლად არ მომეწონა ! ლექსის გარდა ყველაფერია ! მომიტევეთ! რაღაც ადგილებში ვიხალისე. ხოდა არ ვიცი რის ნიადაგზეა ეს დაწერილი მაგრამ აი მე პირადად საშინლად არ მომეწონა ! ლექსის გარდა ყველაფერია ! მომიტევეთ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|