| ავტორი: ბაჩო. ჟანრი: პოეზია 10 იანვარი, 2013 |
მოდი, ბანალიზმი გვერდზე გადავაგდოთ, მოდი გავაკეთოთ რამე არაძველი, ქვედა მეზობელი ნამუსზე არ ავაგდოთ, ჩემი გარაჟიდან სხვაზე გადაძვერი. მოდი მოვიფიქროთ ახალი თავსატეხი, ოღონდ ისევ ისე, ბანალიზმგადაგდებით, მოდი აღარ გვინდა ენის გასატეხი, მოდი მოვიფიქროთ რამე გადამდები. მოდი ჩაის ჭიქას ბზარი გავუჩინოთ, მერე გავუხეთქოთ მეზობელს ბორბალი, მერე ბაბუაშენს საქმე გავურჩიოთ ბებოს ავუბურდოთ კვლავ ძაფის გორგალი. მოდი მოვიგონოთ უაზრო თამაში, ისეთი უაზრო ადრე რომ გვჩვეოდა. ერთმანეთს შევეჯიბროთ ფორთოხლის ჭამაში. წაგებულს წკიპურტი მძლავრად და ჯეროვნად. მერე კი ავიღოთ წითელი პომადები დეიდებს სხეულზე სქელ–სქელად წავუსვათ, მერე მოვისმინოთ დამღლელი მორალები, და ჩვენი შანსები ხელიდან გავუშვათ. მოდი ბანალიზმი გვერდზე გადავაგდოთ, მოდი გავაკეთოთ რამე არაძველი, ქვედა მეზობელი ნამუსზე არ ავაგდოთ, ჩემი გარაჟიდან სხვაზე გადაძვერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. - მოდი ბანალიზმი გვერდზე გადავაგდოთ, მოდი გავაკეთოთ რამე არაძველი, კარგია +++ - მოდი ბანალიზმი გვერდზე გადავაგდოთ, მოდი გავაკეთოთ რამე არაძველი, კარგია +++
2. კარგ განწყობაზე დამაყენა. მოდი და ჩემს მაქსიმუმს დავწერ. ) კარგ განწყობაზე დამაყენა. მოდი და ჩემს მაქსიმუმს დავწერ. )
1. "მოდი მოვიფიქროთ რამე გადამდები."
"მერე მოვისმინოთ დამღლელი მორალები, და ჩვენი შანსები ხელიდან გავუშვათ."
რაღაცნაირად მომეწონა ახლა ეს ლექსი მე და კი ბატონო, დამიწუნეთ გემოვნება:)
"მოდი მოვიფიქროთ რამე გადამდები."
"მერე მოვისმინოთ დამღლელი მორალები, და ჩვენი შანსები ხელიდან გავუშვათ."
რაღაცნაირად მომეწონა ახლა ეს ლექსი მე და კი ბატონო, დამიწუნეთ გემოვნება:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|