 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 16 იანვარი, 2013 |
დღემდე მგონია, რომ ოდესმე ვაჯობებ გალას და ეს სიტყვები-მოკლებული ყველა საფუძველს... ალბათ ხვალიდან მოედება ჭორივით ქალაქს, ვუალს მოიხსნის და მოისვრის ვიცი ტაბუ ძველს. დღემდე მგონია, რომ ოდესმე ვაჯობებ ბოდლერს, მზეს შეგინახავ, შექმნის დღიდან მე რომ მომანდე... ვდარდობ, ზამთარი მალე მიითვლი უძარღვო ფოთლებს და რა გაატანს მომავალი წლის შემოდგომამდე? დღემდე მგონია, რომ ოდესმე ვაჯობებ ლორკას, არ დაიშურებს აპოლონო მაშინ : "აფერუმს"... სნეული მთვარე შეშლილივით ზეცაზე ბორგავს, რადგან ვერ გუობს ჩვენს სისორეს, ვერცერთ ნაფეხურს. დღემდე მგონია, რომ ოდესმე ვაჯობებ პუშკინს, მე დავსახლდები პარნასზე და ღმერთი-ანდებზე... ვგრძნობ, რომ სამყარო ბრაზიანად მიღერებს მუშტებს და დუელიანტს ჩემსას ჰქვია: ედმონ დანტესი. დღემდე მგონია, რომ ოდესმე ვაჯობებ შექსპირს, მზეს შეგინახავ, შექმნის დღიდან მე რომ მომანდე... ეს ამბიცია, კოკაინი და ღვინო შემშლის, ეჰ, რა გაატანს მომავალი წლის შემოდგომამდე?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კოკაინი მართლა აფუჭებს, გეთანხმები :) კოკაინი მართლა აფუჭებს, გეთანხმები :)
9. ბალახა აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენს რჩევებს, მადლობა წაკითხვისთვის... ბალახა აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენს რჩევებს, მადლობა წაკითხვისთვის...
6. zogjer aseti fiqric sachiroa, momewona leqsi, warmatebebi! zogjer aseti fiqric sachiroa, momewona leqsi, warmatebebi!
5. კარგია..მომეწონა ;) + წარმატებებიიი კარგია..მომეწონა ;) + წარმატებებიიი
3. კარგი ტიპი ხარ ვინც ხარ ბალახ შენ :)))))) კარგი ტიპი ხარ ვინც ხარ ბალახ შენ :))))))
2. ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
კოკაინი აფუჭებს.. და მარცვლებია დარღვეული რამდენიმე ხაზში.
ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
კოკაინი აფუჭებს.. და მარცვლებია დარღვეული რამდენიმე ხაზში.
1. ს(ა)იდან ამდენი ამბიცია?:)
კარგი ლექსია ეს!
"მზეს შეგინახავ, შექმნის დღიდან მე რომ მომანდე... ვდარდობ, ზამთარი მალე მიითვლის უძარღვო ფოთლებს და რა გაატანს მომავალი წლის შემოდგომამდე?" ს(ა)იდან ამდენი ამბიცია?:)
კარგი ლექსია ეს!
"მზეს შეგინახავ, შექმნის დღიდან მე რომ მომანდე... ვდარდობ, ზამთარი მალე მიითვლის უძარღვო ფოთლებს და რა გაატანს მომავალი წლის შემოდგომამდე?"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|