ფიქრის უზანგებით, დარდებს ვუმზადებდი ჩემს თავს, უზადებით….
მერე შემეფეთა ვიღაც თავკერკეტა, ენა დაიბერტყა…
აჰა, მოვედიო, არცა პოეტიო, შენი სწორედიო…
გულზე კუჭი ჰქონდა, კუჭთან კამათობდა… ჯიბეს დარაჯობდა.
ჭინკებს თამადობდა, მგელთან ბალახობდა, ცხვართან ტრაბახობდა. თუმცა არა ჰქონდა, არც რა არ ათოვდა, კაცურს თამაშობდა.. მერე დამავიწყდა ქალის ვალი წმინდა, სული წავიწყმიდე: მოვდე ალიყური, თავზე დავახურე... ბევრი გავახურე..
დრო კი გაიპარა.. იჭვის ჭრელი ფარა ალბათ დაიღალა.. ვფიქრობ არა ერთს და ასჯერ ასიათასს... როგორ უნდა მევლო ჭინკას ნაცდუნები, ვწუხვარ, რადგან ირგვლივ ცოტა კაცია და ვაი, რა ბევრია ქვეყნად კაცუნები..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ვწუხვარ, რადგან ირგვლივ ცოტა კაცია და ვაი, რა ბევრია ქვეყნად კაცუნები.. ......................... ლექსის ფორმა მომეწონა... პირამიდის საფეხურებს მივამსგავსე... ბოლო კი "ზიკურატს"... +++++ ვწუხვარ, რადგან ირგვლივ ცოტა კაცია და ვაი, რა ბევრია ქვეყნად კაცუნები.. ......................... ლექსის ფორმა მომეწონა... პირამიდის საფეხურებს მივამსგავსე... ბოლო კი "ზიკურატს"... +++++
8. ნორმალური ნაწერია. + ნორმალური ნაწერია. +
7. " ჭინკებს თამადობდა, მგელთან ბალახობდა, ცხვართან ტრაბახობდა. თუმცა არა ჰქონდა, არც რა არ ათოვდა, კაცურს თამაშობდა.."
რა მოქნეული ფრაზები და აზრებია, სხარტი და ზუსტი. " ჭინკებს თამადობდა, მგელთან ბალახობდა, ცხვართან ტრაბახობდა. თუმცა არა ჰქონდა, არც რა არ ათოვდა, კაცურს თამაშობდა.."
რა მოქნეული ფრაზები და აზრებია, სხარტი და ზუსტი.
6. სევდაგადალახული, მხიარული და ლაღია )))))) სევდაგადალახული, მხიარული და ლაღია ))))))
4. მაგარი ძაან + მაგარი ძაან +
3. მართალია ძალიან მკაცრია თავისი შინაარსით, მაგრამ ისეთი მღერადია, ისეთი ლამაზი რითმებია და ისეთი ნაზი სხეული აქვს, რომ ულამაზესი ქალის ტირილივით თვალმისათვალია.
მშვენიერია.... 5 მართალია ძალიან მკაცრია თავისი შინაარსით, მაგრამ ისეთი მღერადია, ისეთი ლამაზი რითმებია და ისეთი ნაზი სხეული აქვს, რომ ულამაზესი ქალის ტირილივით თვალმისათვალია.
მშვენიერია.... 5
2. ძალიან მაგარი, ლექსია, ძალიან მაგარი, ლექსია,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|