ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2013


ბაბუ

ჯანჯუხებით სავსე ხურჯინს
ჩამომიტანს ბაბუ,
სიარული ვიცი უჭირს.
გავიხსენებთ ზაფხულს,
მოისროლა ბადე თავქვე,
გადუძახა ჭალას,
კვირისთავი ჩაემტვრა და
დღემდე სიმწრით მალავს.
მაინც თვალებს აბრიალებს
და უმატებს ხარხარს,
ცერა თითით ფხას უსინჯავს
თარაშ ბაბუს ხანჯალს.
ხელს გადამხვევს ვაჟკაცურად,
შემოვძახებთ მაყრულს,
მერე, ტკბილად გავიხსენებთ
შარშანწინდელ ზაფხულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები