რაღაც არაპოეტურმა, პროზის ძალით შეაჯანჯღარა ჩემი სული .. მერე რითმადაკარგულმა სიტყვებმა გამიქექეს გრძნობათა საცავი და ცდილობდნენ ეპოვათ.. ეპოვათ მელნის ნარჩენები, დახეული ფურცლები, გადაშლილი სტროფები, ძალადაცლილი ფრაზები, გზააბნეული ასოები და გახუნებული გრძნობები.. არ მეგონა ოდესმე ასე მწვავედ თუ განვიცდიდი ჩემი ლექსის ვირტუალურ სივრცეში გასრესას.. არც იმაზე მიფიქრია , რომ თურმე წერა არ შემძლებია და საერთოდაც, ჩემი გრძნობების სტროფებად გადმოღვრა და არა გადმოტანა სრულიად მოძველებული და გაცვეთილი ყოფილა. სწორედ ამიტომ ვცადე მიმეჩქმალა ის რითაც ვსულდგმულობდი და რაც მომავლის იმედს მაძლევდა. მერედა როგორი ოპტიმიზმით სავსე სული დავდაღე და დავაკნინე მისი სიამაყე?! თქვენ არც კი იცით რა შეეძლო ამ ართქმულ სიტყვებს , გაუხმაურებელ სტროფებს და სხვებისთვის უაზრო "გაურედაქტირებელ" ფრაზებს.. უკვე აღარც ძალმიძს აღვწერო ჩემ ძარღვებში მათი ფუთფუთის სილამაზე.. დამეღალა ცრემლი სულ თვალზე მომდგარს , რომ ვაბრუნებ იქ საიდანაც ყოველი გულის აჩქარებისას უკან ვიხმობ .. დამეღალა ლექსი სულ , რომ მისი გაკრიტიკების შიში მტანჯავს.. მზეც დამეღალა , მთცარეც, დედამიწაც დამეღალა.. მათ ხომ ასე ახრჩობთ წვეთი პოეზიის წყურვილი.. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი ლექსი მაინც იცდის .. იცდის , არ ჩქარობს და ვინ იცის ელოდება ვის?!..
რაღაც არაპოეტურმა, პროზის ძალით შეაჯანჯღარა ჩემი სული .. -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება .. ))