ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2013


***

გადავიღალე და თვალებს ვხუჭავ,
მერე ნელ-ნელა მივყვები ქუჩას.
დავეძებ ადგილს, რომ ვიყო მარტო,
მაგრამ ამაოდ... ამიტომ ვდარდობ.
ჩემი თვალები, ვიცი, ბევრს ათრობს,
ვხვდები, ამ მზერით ვიწვევ არიფებს.
რატომღაც მშვიდ და უდარდელს ვგავარ,
მწარედ ცდებიან და ეს აგიჟებთ.
არც ჭორიკნების აზრი მადარდებს,
მშფოთვარე სული მწვერვალებს ეტრფის,
მხოლოდ ერთი რამ მიკვირს, ძვირფასო,
ნეტა,როდიდან ჩავსახლდი შენში?
ჯერ პატარა ვარ, მაცადე გაზრდა,
ხშირად ნაზი ვარ, ზოგჯერ-უხეში...
ბავშვური ქცევით გაყვარებ თავსაც,
მჯერა, არასდროს არ გამცვლი სხვებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები