სარკეს ჩემი ორეული იმზირება, თვალკონტურით, ნიღაბით და ტუჩის საცხით, ეს დღეც მიდის... ახალი დღე იზილება, დამჭკნარ ფოთლებს და შავარნებს ჰგვიან ფარცხით. წელზე დარდის უხეშ ქამარს შემოვირტყამ, და გულისპირს დავიფარავ თეთრი ნატით, თუკი მოხვალ, ნუ დამისვამ ნურცერთ კითხვას, ძველი ხარგა დარჩა ძველი მისამართით. თმებს გავიშლი-ტყის ბილიკებს, როგორც დალი, მოლოდინის ბოლო წვეთიც დაიცლება, გაცივდება ხსოვნის ბოლო ნაღვერდალი, და მომიწევს ბოლო წვიმის გაცილება. მთოვარე ცა, მის კალთაზე გაფანტულებს, კრიბავს და ცვლის შვიდ ცთომილთა განლაგებას, ფოთლებით და ჩალით დაწნულ ფანჩატურებს, მშრალი ფუნჯით ვეღარ ვხატავ ფალანგებად. სარკეს მფრთხალი ორეული იმზირება, მეც ვუმზერ და არც არა გვაქვს გასაყოფი, ეს დღეც მიდის, ახალი დღე იზილება, ჩემს ბუხართან ობლის კვერად დასაცხობი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან ლამაზია!!! ძალიან ლამაზია!!!
5. ულამაზესი გრძნობა და ფიქრია. +++
თმებს გავიშლი-ტყის ბილიკებს, როგორც დალი, მოლოდინის ბოლო წვეთიც დაიცლება, გაცივდება ხსოვნის ბოლო ნაღვერდალი, და მომიწევს ბოლო წვიმის გაცილება. მთოვარე ცა, მის კალთაზე გაფანტულებს, კრიბავს და ცვლის შვიდ ცთომილთა განლაგებას, ფოთლებით და ჩალით დაწნულ ფანჩატურებს, მშრალი ფუნჯით ვეღარ ვხატავ ფალანგებად. ულამაზესი გრძნობა და ფიქრია. +++
თმებს გავიშლი-ტყის ბილიკებს, როგორც დალი, მოლოდინის ბოლო წვეთიც დაიცლება, გაცივდება ხსოვნის ბოლო ნაღვერდალი, და მომიწევს ბოლო წვიმის გაცილება. მთოვარე ცა, მის კალთაზე გაფანტულებს, კრიბავს და ცვლის შვიდ ცთომილთა განლაგებას, ფოთლებით და ჩალით დაწნულ ფანჩატურებს, მშრალი ფუნჯით ვეღარ ვხატავ ფალანგებად.
4. ავტორი: როენა_0310 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3 ავტორი: როენა_0310 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
3. ეს დღეც მიდის, ახალი დღე იზილება, ჩემს ბუხართან ობლის კვერად დასაცხობი...
რა ლამაზი ლექსია!!!! :) ეს დღეც მიდის, ახალი დღე იზილება, ჩემს ბუხართან ობლის კვერად დასაცხობი...
რა ლამაზი ლექსია!!!! :)
1. კარგი ლექსი კი მოზილეთ და გამოაცხეთ : )))
ეტყობა ხელი კალამს მიჩვეული
++ კარგი ლექსი კი მოზილეთ და გამოაცხეთ : )))
ეტყობა ხელი კალამს მიჩვეული
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|