ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAVROSHA
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2013


###

კვლავაც გაფრენაა ჩემთვის პოეზია,
თავისუფლებისთვის ვბრძოლობ გეფიცები,
არ მაქვს ამბიცია, ვიყო პირველი და
სულაც არ მჭირდება, თქვენი თეთრი ფრთები.
გავცდი ამ სამყაროს, უკვე რახანია,
საზღვრებს დავუმსხვრიე რკინის დარაბები,
და თუ პოეზიას სული გაეყინა
ვიცი, ჩამოვვარდები და მოვკვდები.
ძმაო ვიმყოფები შავ-თეთრ პლანეტაზე,
სადაც ვუერთდები ციდან მოსულ წვიმებს,
მსურს ბინა დავიდო ნისლიან ალბიონზე,
სადაც ფრთებს გაშლიან ოცნებები.
კვლავაც გაფრენაა ჩემთვის პოეზია,
თავისუფლებისთვის ვბრძოლობ გეფიცები,
არ მაქვს ამბიცია ვიყო პირველი და
სულაც არ მჭირდება, თქვენი თეთრი ფრთები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები