ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2013


ლექსი არ დაწერო

ამაღამ უთუოდ ვაკლდები კარნავალს
დამცვივდა ნიღბები გზადაგზა, ამიტომ
ვუკიდებ სიგარეტს ნესტიან ასანთით
თამაში მოგვბეზრდა, სიმშვიდე დავიწყოთ.
გულწრფელებს ყოველთვის არ წყალობს იღბალი
საათის ისრებიც უკუღმა ტრიალებს,
ვიღაცა მოვა და ჩემს "ლექსებს" შევხედავ
რომელსაც იმ ნაგვის ურნისკენ მიათრევს
რომელშიც მე გუშინ ის კნუტი ვიპოვე
ახლა, რომ ჩემ გულზე თათებით დამაწვა,
და ზიზღი ვიგრძენი უცხოსგან იმდენი,
რომ ყელზე მომაწვა და მერე გადამცდა.
სტროფები, რითმები და ჯიბეს ავსებულს
მარილით, ატარებთ გზადაგზა გამვლელებს,
აყრით და ჭრილობებს არ აცლით შევსებას
"ლექსი არ დაწერო" დღეს ვიღაც მავედრებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები