ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2013


მაგრამ.. იქნებ და.. იქნებ და.. მაგრამ..

მინდა გავიდე, ვიარო გარეთ
და გარეთ გასულს, მეკავოს აბრა:
"გარეთ ვიარო, გავიდე მინდა"
მაგრამ.. იქნებ და.. იქნებ და.. მაგრამ..

აბრა მეკავოს, გასულს გარეთ და...
ვეტო დაადონ ჩემს ამ უფლებას –
"და გარეთ გასულს, მეკავოს აბრა"
არაჩემსავით გამოსულებმა...

უფლებას, (ამ ჩემს ...) დაადონ ვეტო!..
"გავიდე მინდა, გარეთ ვიარო"–ს.
ვეტო დაადონ, ჩემს ამ უფლებას, –
სახლში მყოფთათვის სულ–საზიანოს...

იქნებ და.. მაგრამ.. მაგრამ.. იქნებ და..
"ვიარო მინდა, გარეთ გავიდე"–ს
"იქნებ და.. მაგრამ.. მაგრამ.. იქნებ და.."
– ასე ვინც ეჭვობს, დარჩით ადგილზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები