ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2013


კომედიანტი

მე წავიკითხე შენს თვალებში წარსულის წიგნი
კომედიანტს რომ თამაშობდი საბრალო ბავშვო,
ფაქიზი კანი დაგიფარავს უხეში ნიღბით
და ხალხს უაზრო ხუმრობებით ქუჩებში ართობ.

სანაცვლოდ ხურდის წელავ გარმონს, როგორც საათებს
როდესაც გშია სხვის შემყურე ნაყრდები თითქოს,
გული გაქვს ღმერთზე უფრო დიდი და შიგ დაატევ
გულგაყინული ხალხის სახელს, სანაცვლოდ ითხოვ

ხურდებს, რომელთაც ჩაგიგდებენ თხელ თითებს შორის
შემოგეცრიცა სიამაყე სამოსის მსგავსად,
გუშინ უბანში გახმაურდა რიგითი ჭორი
"კომედიანტი ამ სამყაროს ზღუდეებს გასცდა."

მე მის თვალებში წავიკითხე წარსულის
წიგნი კომედიანტს, რომ თამაშობდა საბრალო ბავშვი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები