* * *
ის ყანას წმენდდა ბალახისგან, სარეველისგან. ზაფხული იყო, რომ იტყვიან მზე შუბისწვერზე იდგა, ცხელოდა.
წყალიო, - მითხრა და წავედი წყლის მოსატანად.
მეზობლის ჭასთან მივირბინე, ჭიქა ავავსე და ვიდრე უკან მოვბრუნდებოდი, ჩემი ბავშვობის მეგობრები გამოჩნდნენ გზაზე, ბურთით ხელში... მე მათ გავყევი.
წლების შემდეგ კი, როცა აღარც ბაბუა იყო, აღარც სიმინდს ვთესავდით, მაინც გავედი იმ ძველ ნახნავებში, დილიდან, ადრე გავედი და მეც შუადღისას წყალი მომწყურდა.
ზუსტად ეს მსურდა; რომანტიული ტანჯვა მომეწყო ჩემი თავისთვის, წარსულის იმ შეცდომის გამო...
და განა ვინმემ მომიტანა, ან მე წავედი ჭიქა წყლისათვის,
წვიმა დაიწყო.
* * *
უსათაურო ლექსები მიყვარს, ზემოთ რომ ფიფქებს, ან ვარსკვლავებს ვუხატავ ხოლმე.
კაცივით დგას ასეთი ლექსი, მარადიულად ათოვს სახეზე, ან ცას აჰყურებს და რაღაცას შესთხოვს პლანეტებს.
* * *
ერთი დღის დღიური
1
ბოლოს შევჩერდით დანგრეული სახლის ადგილზე და ვიცინოდით დიდხანს, ხმამაღლა. გვიან შევნიშნეთ, კედლებიც კი აღარსად იდგნენ, რომ შეენახათ ეს იშვიათი მხიარულება...
და ყველამ ერთად შორს გავხედეთ მაღალ შენობებს.
აბა, იქამდე ხმას და სიცილს რა მიიტანდა?!
2
ლურსმნის ჭრილობა ტერფებსა და ხელისგულებზე, ეკლის გვირგვინი, მხრებზე კი ხორცი დაფლეთილი, სისხლმომდინარი, -
ეს იხილეს მოწაფეებმა,
მაგრამ მათ ალბათ არც კი იცოდნენ ის იარები მუხლისთავებზე, რომლებიც კარგად ნაცნობი იყო ქრისტეს ბავშვობის მეგობრებისთვის.
3
გამთენიისას რომ იღვიძებ მეგაპოლისში - ბეტონის და ქვის მასივებში, ფანჯრებს გააღებ და მიაგინებ ხეზე მსხდომ ჩიტებს, რომ გალობენ და ჭიკჭიკებენ გაუთავებლად,
რატომ არასდროს გაგონდება, დადგე სარკმელთან და გასძახო, რომ მშვენივრად ხარ და რომ მთელი ღამის მანძილზეც კარგად იყავი!.. -
უთხრა ასე და დაამშვიდო.
4
რასაც ადვილად დაივიწყებენ, შემოინახე ის შენს ლექსებში.
მე ყოველთვის ვარსკვლავებზე ვწერ,
განა იმიტომ, რომ არ მჯერა იმ ვარსკვლავების მარადისობის,
უბრალოდ მე არ ვიცი მათგან რომელი როდის მოწყდება ჩვენს ცას.
* * *
ხურდა ფული იქნებ მომცეო, - იდგა ვიღაც ნასვამი კაცი და ყველა გამვლელს უებნებოდა.
ჩავიარე და აღარ ვიცი ზუსტად რა მოხდა,
მხოლოდ მისი სიტყვები მახსოვს, ერთ-ერთ დამხმარეს რომ მიაძახა:
- ფულად კი არ მჭირდება, ძმაო, ნიკალას ირემს მინდა ვუყურო!..
მათ შორის, ვინც კი სადმე მინახავს, ის უდიდესი თაღლითი, ან ესთეტი იყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. სად არიან შვილები კი არადა, ეს კარგი პოეტები სად არიან? სად არიან შვილები კი არადა, ეს კარგი პოეტები სად არიან?
22.
უსათაურო ლექსები მიყვარს, ზემოთ რომ ფიფქებს, ან ვარსკვლავებს ვუხატავ ხოლმე.
კაცივით დგას ასეთი ლექსი, მარადიულად ათოვს სახეზე, ან ცას აჰყურებს და რაღაცას შესთხოვს პლანეტებს.
უსათაურო ლექსები მიყვარს, ზემოთ რომ ფიფქებს, ან ვარსკვლავებს ვუხატავ ხოლმე.
კაცივით დგას ასეთი ლექსი, მარადიულად ათოვს სახეზე, ან ცას აჰყურებს და რაღაცას შესთხოვს პლანეტებს.
21. ძალიან კარგი პოეტის დაბადების დღე ყოფილა, დღეს. დღეგრძელობა, ბედნიერება, შემოქმედებითი წარმატებები!
ძალიან კარგი პოეტის დაბადების დღე ყოფილა, დღეს. დღეგრძელობა, ბედნიერება, შემოქმედებითი წარმატებები!
20. ,,ზუსტად ეს მსურდა; რომანტიული ტანჯვა მომეწყო ჩემი თავისთვის, წარსულის იმ შეცდომის გამო...
და განა ვინმემ მომიტანა, ან მე წავედი ჭიქა წყლისათვის, "
კიდე ბევრი რამე მომეწონა.. წარმატებები. მაგარი ხარ ,,ზუსტად ეს მსურდა; რომანტიული ტანჯვა მომეწყო ჩემი თავისთვის, წარსულის იმ შეცდომის გამო...
და განა ვინმემ მომიტანა, ან მე წავედი ჭიქა წყლისათვის, "
კიდე ბევრი რამე მომეწონა.. წარმატებები. მაგარი ხარ
18. აქ უბრალოდ მოვდივარ.. მიყვარდება მიმყვება და მივდივარ.. აქ უბრალოდ მოვდივარ.. მიყვარდება მიმყვება და მივდივარ..
17. მომწონს. ძალიან და ძალიან.
"კონცენტრიკული წრეები" "საჩნთო" წიგნად გავიხადე და სადაც მივდივარ მიმაქვს.. ისეთია სულ უნდა იკითხო..
<3 მომწონს. ძალიან და ძალიან.
"კონცენტრიკული წრეები" "საჩნთო" წიგნად გავიხადე და სადაც მივდივარ მიმაქვს.. ისეთია სულ უნდა იკითხო..
<3
16. ძალაინ მომეწონა
ყოჩაღ ავტორო საოცარი მიგნებებისთვის ++ ძალაინ მომეწონა
ყოჩაღ ავტორო საოცარი მიგნებებისთვის ++
15. აქ სიტყვები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, სათქმელი კი ყოველთვის გულის გავლით აღწევს გონებამდე... აქ სიტყვები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, სათქმელი კი ყოველთვის გულის გავლით აღწევს გონებამდე...
13. უსათაურო ლექსი და კაცივით დგომა... დიდებული სურათია. უსათაურო ლექსი და კაცივით დგომა... დიდებული სურათია.
12. "რომანტიული ტანჯვა მომეწყო" აქ კორექტურა ჭირდება "რომანტიკა" და არა "რომანტია" წარმატებები ვერლიბრს მაინც და მაინც ვერ უგებ "ალბათ" კარგებია... წარმატებები "რომანტიული ტანჯვა მომეწყო" აქ კორექტურა ჭირდება "რომანტიკა" და არა "რომანტია" წარმატებები ვერლიბრს მაინც და მაინც ვერ უგებ "ალბათ" კარგებია... წარმატებები
10. ამ გვერდიდან დაუკმაყოფილებელი არასდროს გავსულვარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად დახუნძლული მივდივარ, მადლობა! ამ გვერდიდან დაუკმაყოფილებელი არასდროს გავსულვარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად დახუნძლული მივდივარ, მადლობა!
8. ძალიან, ძალიან მომეწონა . ერთმანეთზე უკეთესებია ძალიან, ძალიან მომეწონა . ერთმანეთზე უკეთესებია
7. "ის ყანას წმენდდა ბალახისგან, სარეველისგან. ზაფხული იყო, რომ იტყვიან მზე შუბისწვერზე იდგა, ცხელოდა.
წყალიო, - მითხრა და წავედი წყლის მოსატანად.
მეზობლის ჭასთან მივირბინე, ჭიქა ავავსე და ვიდრე უკან მოვბრუნდებოდი, ჩემი ბავშვობის მეგობრები გამოჩნდნენ გზაზე, ბურთით ხელში... მე მათ გავყევი.
წლების შემდეგ კი, როცა აღარც ბაბუა იყო, აღარც სიმინდს ვთესავდით, მაინც გავედი იმ ძველ ნახნავებში, დილიდან, ადრე გავედი და მეც შუადღისას წყალი მომწყურდა.
ზუსტად ეს მსურდა; რომანტიული ტანჯვა მომეწყო ჩემი თავისთვის, წარსულის იმ შეცდომის გამო...
და განა ვინმემ მომიტანა, ან მე წავედი ჭიქა წყლისათვის,
წვიმა დაიწყო. "
ყველაზე მეტად იმოქმედა ჩემზე... მიჭრს კიდევ რაიმეს დაწერა..............
"ის ყანას წმენდდა ბალახისგან, სარეველისგან. ზაფხული იყო, რომ იტყვიან მზე შუბისწვერზე იდგა, ცხელოდა.
წყალიო, - მითხრა და წავედი წყლის მოსატანად.
მეზობლის ჭასთან მივირბინე, ჭიქა ავავსე და ვიდრე უკან მოვბრუნდებოდი, ჩემი ბავშვობის მეგობრები გამოჩნდნენ გზაზე, ბურთით ხელში... მე მათ გავყევი.
წლების შემდეგ კი, როცა აღარც ბაბუა იყო, აღარც სიმინდს ვთესავდით, მაინც გავედი იმ ძველ ნახნავებში, დილიდან, ადრე გავედი და მეც შუადღისას წყალი მომწყურდა.
ზუსტად ეს მსურდა; რომანტიული ტანჯვა მომეწყო ჩემი თავისთვის, წარსულის იმ შეცდომის გამო...
და განა ვინმემ მომიტანა, ან მე წავედი ჭიქა წყლისათვის,
წვიმა დაიწყო. "
ყველაზე მეტად იმოქმედა ჩემზე... მიჭრს კიდევ რაიმეს დაწერა..............
6. თორნიკე მართლა შესანიშნავი ავტორია ვინც ამ საიტს შემორჩა... აი ბოლომდე მოაქვს შენამდე სათქმელი რაა. პირველი განსაკუთრებით მომეწონა. ძალიან მეცოტავება ჩემი უმაღლესი შეფასება. თორნიკე მართლა შესანიშნავი ავტორია ვინც ამ საიტს შემორჩა... აი ბოლომდე მოაქვს შენამდე სათქმელი რაა. პირველი განსაკუთრებით მომეწონა. ძალიან მეცოტავება ჩემი უმაღლესი შეფასება.
5. შესანიშნავია. შესანიშნავია.
4. პაპანაქება სიცხეში აღმართს რომ ამოასკდები და სულის მოსათქმელად კაკლის ჩეროს შეაფარებ თავს... აი, ასეთი შვებააა ეს გვერდი...:-*
"ლურსმნის ჭრილობა ტერფებსა და ხელისგულებზე, ეკლის გვირგვინი, მხრებზე კი ხორცი დაფლეთილი, სისხლმომდინარი, -
ეს იხილეს მოწაფეებმა,
მაგრამ მათ ალბათ არც კი იცოდნენ ის იარები მუხლისთავებზე, რომლებიც კარგად ნაცნობი იყო ქრისტეს ბავშვობის მეგობრებისთვის." აქ პოეზიაზე მეტია...555 პაპანაქება სიცხეში აღმართს რომ ამოასკდები და სულის მოსათქმელად კაკლის ჩეროს შეაფარებ თავს... აი, ასეთი შვებააა ეს გვერდი...:-*
"ლურსმნის ჭრილობა ტერფებსა და ხელისგულებზე, ეკლის გვირგვინი, მხრებზე კი ხორცი დაფლეთილი, სისხლმომდინარი, -
ეს იხილეს მოწაფეებმა,
მაგრამ მათ ალბათ არც კი იცოდნენ ის იარები მუხლისთავებზე, რომლებიც კარგად ნაცნობი იყო ქრისტეს ბავშვობის მეგობრებისთვის." აქ პოეზიაზე მეტია...555
3. მომწონხარ მე შენ * მომწონხარ მე შენ *
2. თორნიკე, შენ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პოეტი ხარ. ადრეც გითხარი. ცუდია რომ შედარებით იშვიათად ჩნდები. თორნიკე, შენ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პოეტი ხარ. ადრეც გითხარი. ცუდია რომ შედარებით იშვიათად ჩნდები.
1. არ მომწყინდება ამ ნაწერების კითხვა, არასდროს.
პოეზიაზე გაცილებით მეტი, დიდი და მნიშვნელოვანია ის, რასაც თორნიკე წერს.
და პოეზიადაც ხომ შესანიშნავია. არ მომწყინდება ამ ნაწერების კითხვა, არასდროს.
პოეზიაზე გაცილებით მეტი, დიდი და მნიშვნელოვანია ის, რასაც თორნიკე წერს.
და პოეზიადაც ხომ შესანიშნავია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|