ნათდება ცის კიდე,მაგ თვალებს ღებავს ოქროსფრად მზე და წამწამთა რიგებს ნაბავ,დაცურავს ღრუბლები ლეგა, ანთიხარ მზესავით ჩემში და გიგავს გვიანდელ ბროწეულს,ბაგეთა წყება, ალუჩის კვირტები...გიფეთქავს მკერდი, ხატავს მზე შენს თვალებს და ცრემლი სწყდება დუმილის,იფარებ სახეზე რიდეს. ევლება შენს სხეულს ვნებების ქარი, ბორგავს ზღვა,მაგ თვალთა აშფოთებს სიღრმეს, ოდესღაც შენ გყავდა ოცნება ქმ(ა)რად და ახლა მოგავხარ გრძნობებით ღარიბს, ისე რომ ხანდახან გინდება,ჰყვირი, ჩამწყდარი ხმითა და გაგლეჯილ ნერვით, ეძლევი სევდას და გაჰყურებ ირისს, მე ვიწყებ მაგ შენი ფიქრების კერვას, იმათსას,რომელნიც დაწეწა ქარმა, ცვლის გრძნობის ამინდებს წყებები წვიმის, ოდესღაც შენ გქონდა სხვაგვარი კარმა, ლურჯი და ფაფუკი.კერტების ქიმებს ისრეს და ჩემს გულში სამყარო ფეთქავს, თრთის ბაგე-ლალი და წამწამთა წყება, უთქმელი სურვილი სისხლძარღვებს ხეთქავს მკერდში და ყველაფერს ლექსებად ვყვები. ცარგვალზე ვეება მზის დისკო ბრუნავს, ანთია შენშიც მზე და ჩემს სულს ათბობს, ამაზრზენ მდინარეს მიაპობს ნავი, ხმელეთი არ მოჩანს,დგას სუნი ობის, ლუდის და თევზის და დამპალი ვაშლის, არყის და არაფრით დათვრა დღეს ფიქრი, უმართავ აფრებმა დაიწყო დაშლა, ფეხებით ვეხები ფსკერსა და რიფებს... რა მოხდა? ჩემს ირგვლივ სამყარო გაქრა, ოცნების ქალაქებს ცის ამხობს ელვა, ძალუმად ანგრევს და იმედის ჭრაქი მინთია გულში და ვნებდები მალე არაფრით,ამ მღვრიე,იდუმალ ტალღებს, კალენდარს დღეების,დრო ახევს ფურცლებს, აღვსდექი და შენთვის სამყაროს ვაღებ, ცდომილებს შენს მკერდზე თითებით ვცელავ. ეთერი ირყევა,ირღვევა სუნთქვაც, ბადეში ფართხალებს სურვილის თევზი, იწყები ჩემში და ფიქრები ნთქავენ ვარდისფერ კერტებს და მე შენში ვზივარ, ან უფრო შენთან ვარ,შენს სულში სულით, რთული ხარ და შენი მოხიბვლაც რთული. თენდება!შენს მკერდზე მზე ამოსულა, დავფინე კოცნები და თვალზე რული არაფრით მედება,შენც ფხიზლობ ახლა ჩემსავით,მწვერვალებს ედება კვნესა, ერდოზე მზე წევს და ხარ მზეზე მაღლა, მიყვარხარ ყველაზე გარეშე წესის. იხსენებ წარსულს და გემჩნევა დარდი თვალებში,ცრემლები ყელში გაქვს,გახრჩობს, არადა გჩუქნიდნენ ღიმილით ვარდებს, ვარდებს და გრძნობებს და ის ახლა ხრჩოლავს ისე,ვით ლამბაქზე ჩამქრალი კენტი, შიშველი წევხარ და თითები ურჩი ედება სხეულს და მწვერვალებს კერტის, მაკლიხარ,გსუნთქავ და ცასავით ლურჯად ედება ფიქრები მაგ თვალთა ლაჟვარდს, ცისკარი ნელნელა შემოდის შენში, ორდება სამყარო,გიფანტავ დარდებს და გინთებ სურვილებს,ეს უკვე ნიშნავს ანთებას გრძნობების.შენი თმა შავი სრიალებს თეთრ ყელზე,თვალები ჭრელი ერთვიან შენს თვალებს და აღარ ვშიშობ ვარდნაზე ნავიდან. მე შევიჭერი დღეიდან (ბოლომდე) ძარღვებში სისხლის, ილევა არასდროს სხეულის განცდა, თამაშობ თითებით და ეჭვებს მისხლავ შენი კვლავ დაკარგვის,იცინი ანცად. რაცრაცებს ცარგვალზე ნატეხი მთვარე, ისვრის ამური ცეცხლოვან ისრებს, არა ვარ მე შენთვის სახელად ქმარი, ლექსი ვარ ნატიფი და ვფანტავ ისრიმს. ელფები დედოფალს გვირგვინით გრთავენ, ბეჭდები ავასხი შენს ლამაზ თითებს, დაგეძებ ჩემში და დავკარგე თავი, არ გეძებ...გიპოვე და იშვა მითი ანგელოზებზე. ჩემთვის ხარ ღმერთი, კამკამებს ღამე და ვიწყებ ლოცვას, ამ ლექსაც ვწერ და შენს ნაცვლად ვირთავ ცოლად.შენს ნაცვლად სტრიქონებს ვკოცნი.
ირწევა მთვარე ოცნების პირმშო, აკვანში. შენ ჩემი ნეკნისგან იშვი...
დმ.2012წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ირწევა მთვარე ოცნების პირმშო, აკვანში. შენ ჩემი ნეკნისგან იშვი... ++ ირწევა მთვარე ოცნების პირმშო, აკვანში. შენ ჩემი ნეკნისგან იშვი... ++
6. არც ეხლა არის გვიან:):):)მთავარია სურვილი:) წარმატებები:) ნ-ს:)და არა მარტო:) არც ეხლა არის გვიან:):):)მთავარია სურვილი:) წარმატებები:) ნ-ს:)და არა მარტო:)
5. მოკითხვა ჩემგან =) მოკითხვა ჩემგან =)
4. მომეწონაააააა :) შენი ლექსებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია რაც მე წამიკითხავს და ამას მიმალავდიიი? :) ეს აქამდე რომ წამეკისხა, ამ ლექსის ცოლად მოყვანა აღარ მოგიწევდა :) :) მომეწონაააააა :) შენი ლექსებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია რაც მე წამიკითხავს და ამას მიმალავდიიი? :) ეს აქამდე რომ წამეკისხა, ამ ლექსის ცოლად მოყვანა აღარ მოგიწევდა :) :)
3. ვაიმეეეეეეე დათოოოოოოოოო დამეწვა ჯიგარი:)ამხელა აკროსტიხი რამ დაგაწერინა ბიჭოოოოო
ეჰ,გული დამწყდა.ამდენი ხანი ამ იდუმალ ნ-ს იმისათვის სწერდი, რომ ეხლა გეძმაკაცა:):):):)
მოგიკითხა არტიკუშკიმ და რათქმაუნდა შენს სევდით მოშრიალე აკაციებს 5+++++++გენიოსო:) მომიკითხე ძმაკაციც:) ვაიმეეეეეეე დათოოოოოოოოო დამეწვა ჯიგარი:)ამხელა აკროსტიხი რამ დაგაწერინა ბიჭოოოოო
ეჰ,გული დამწყდა.ამდენი ხანი ამ იდუმალ ნ-ს იმისათვის სწერდი, რომ ეხლა გეძმაკაცა:):):):)
მოგიკითხა არტიკუშკიმ და რათქმაუნდა შენს სევდით მოშრიალე აკაციებს 5+++++++გენიოსო:) მომიკითხე ძმაკაციც:)
2. "ამაზრზენ მდინარეს მიაპობს ნავი, ხმელეთი არ მოჩანს,დგას სუნი ობის, ლუდის და თევზის და დამპალი ვაშლის, არყის და არაფრით დათვრა დღეს ფიქრი"
აი არ მომწონს მე ასეთი სტროფებ მაგალითად... რამოდენიმე ადგილია კიდევ ასეთი... ცოტა არ იყოს მოცულობაშიც დიდია...მე შევამცირებდი... დასაწყისი მეტად მომეწონა...+2 "ამაზრზენ მდინარეს მიაპობს ნავი, ხმელეთი არ მოჩანს,დგას სუნი ობის, ლუდის და თევზის და დამპალი ვაშლის, არყის და არაფრით დათვრა დღეს ფიქრი"
აი არ მომწონს მე ასეთი სტროფებ მაგალითად... რამოდენიმე ადგილია კიდევ ასეთი... ცოტა არ იყოს მოცულობაშიც დიდია...მე შევამცირებდი... დასაწყისი მეტად მომეწონა...+2
1. ბევრად უკეთესებიც წამიკითხავს დავით ამ გვერდზე..
მოგიკითხე.
ბევრად უკეთესებიც წამიკითხავს დავით ამ გვერდზე..
მოგიკითხე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|