ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2013


შეწყვეტილი ლექსი

ლექსის დაწერის ნიჭი  -  ტალანტი
სუსტი გულივით მიგდია მკერდში,
ათას ინფარქტის გადანატანი,
ათას ისრისა და ლანძღვის ღირსი.

ხანდახან არის, გულის ხმა მესმის,
ხან წყდება, როგორც ლექსის სტრიქონი
და ხელისგულში ფართხალებს თევზი,
თუ გამეპარა, ვეღარ ვიპოვნი.

ხანდახან არის, ვხედავ შენს სახეს,
ისე ახლოს ხარ, როგორც არასდროს.
ხან, ისე შორს ხარ, ვერ გარქმევ სახელს
და აღარ ძალმიძს წერა განვაგრძო...               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს