ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2013


წკარუნ-წკარუნ

წკარუნ–წკარუნ, წკაპ–წკაპ,
წვიმას იწყებს წამ–წამ,
წანწალს იწყებს რითმა
სტრიქონ–სტრიქონ, პწკარ–პწკარ.
ზეცამ ჩაიმღერა საყვარელი ლოცვა,
მიღიმოდი როცა, თვით ოცნებას ჰგავდი,
ენძელების კონას ვფანტავ ღერა–ღერა,
ზღვამ ვერ გაიგონა,შენზე რომ გავვავდი.
წკარუნ–წკარუნ, წკაპ–წკაპ,
წვიმას იწყებს წამ–წამ,
წინათ სულ სხვა წვიმა მისველებდა წამწამს.
მომაბეზრა მარტმა გალუმპული სული,
გაზაფხულის სუნით ზამთრის ცრემლებს ვიბან,
ბაასს ნუ გამიბამ, ქაოსია სრული,
ვგალობ სიხარულით და ძველ ლექსებს ვთიბავ
სტრიქონ–სტრიქონ, პწკარ–პწკარ,
წკარუნ–წკარუნ, წკაპ–წკაპ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები