ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2013


მაშინაც წვიმდა

მაშინაც წვიმდა.
დასველდა მიწა,
ჩაჟონა წამში,
მოგროვდა ჭაში...

მომწყურდა.

შარშანდელ წვიმას
ვერავინ წაშლის...
შენს ნაკვალევს კი
ვეღარ ვპოულობ,
ნეტავი წვიმას
არ გაყოლოდა მაშინ...

მომწყურდა,

ჭაში კი მხოლოდ
გაფილტრული
წვიმა მოგროვდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს