ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: თარგმანი
5 სექტემბერი, 2013


Bob Dylan - The Man In The Long Black Coat

ჩანს, ჭრიჭინებიც სწუხან, რომ მოუხშირა თქეშმა,
თოკზე ფენილი კაბა,  მაგიტომ ვეღარ შეშრა.
ფანჯრები ფართოდ ღია... აფრიკულ ხეთა წყება
ქარიშხლის დანაბერზე, უკან და უკან წვება.
მას, არც წერილი რამე, ისე – სიტყვა არ დასცდა,
გზა გააგრძელა, იმ – შავ, გრძელ ლაბადიან კაცთან.

თითქოს ვიღაცას ეცნო, - მოხეტიალე იქვე,
ქალაქის ბოლოს, სადაც, ქარი აცეკვებს იფნებს.
კაცმა – რომელსაც სახის ნაცვლად ნიღაბი ეკრა,
თვალში ჩახედა იმ ქალს, – ვინც შესთავაზა ცეკვა.
"ბიბლიაში რაც ითქვა, ის, არავის არ აცდა!" –
თქვეს: რომ მტვრად დარჩა იმ – შავ, გრძელ ლაბადიან კაცთან.

მოძღვარმაც ასე მმოძღვრა, თუმცა მოძღვრებით – ძველით,
რომ კაცთა მოდგმამ, ჩვენი სინდისი მთლად გავრყვენით;
რომ ვერ მივანდობთ სინდისს, ჩვენი სულების მწყემსვას,
რადგან სინდისი – ჩვენი, უჩვენოდ ვერ ჭამს; ვერ სვამს.
ამის ჩაყლაპვა – თუმცა, მაინც არაფრით ამცდა:
ის, გულით დარჩა იმ – შავ, გრძელ ლაბადიან კაცთან.

ზოგი იმასაც ამბობს, რომ ჩვენ არასდროს ვცდებით, –
ხანდახან ასეც მოსჩანს, ჩვენი განვლილი გზები...
ჩვენ კი, ვტივტივებთ მხოლოდ, კვდომის, სიცოცხლის ნაცვლად,
ის ჩრდილად დარჩა იმ – შავ, გრძელ ლაბადიან კაცთან.

მგონი ივლისის თვიდან, წყალზე კვამლი დგას – სქელი
და ფესვებაყრილ ხეებს მთვარე ვერაფრით შველის...
ძალა ვიგრძენი პულსის, ვით ვიბრაცია ფლოქვის,
თითქოს მკვდარ ცხენზე მჯდომი, შორს – საიდანღაც მოქრის.
მას არაფერი უთქვამს, წერილადაც არ დასცდა,
ჩემგან წავიდა, ის, – შავ, გრძელ ლაბადიან კაცთან.



Crickets are chirpin' the water is high
There's a soft cotton dress on the line hangin' dry
Window wide open African trees
Bent over backwards from a hurricane breeze
Not a word of goodbye not even a note
She gone with the man in the long black coat.

Somebody seen him hangin' around
As the old dance hall on the outskirts of town
He looked into her eyes when she stopped him to ask
If he wanted to dance he had a face like a mask
Somebody said from the bible he'd quote
There was dust on the man in the long black coat.

Preacher was talking there's a sermon he gave
He said every man's conscience is vile and depraved
You cannot depend on it to be your guide
When it's you who must keep it satisfied
It ain't easy to swallow it sticks in the throat
She gave her heart to the man in the long black coat.

There are no mistakes in life some people say
It is true sometimes you can see it that way
But people don't live or die people just float
She went with the man in the long black coat.

There's smoke on the water it's been there since June
Tree trunks unprooted beneath the high crescent moon
Feel the pulse and vibration and the rumbling force
Somebody is out there beating on a dead horse
She never said nothing there was nothing she wrote
She gone with the man in the long black coat.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები