ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2013


ქარები

ქარები

ფანჯრიდან მესმის:
- მიშველეეე
- ზოგჯერ,
არ შეგეშინდეთ,
განა რამეა,
ეს, ჩემი სახლის
სარეცხის თოკზე
ქარი ჰკიდია
სამი ღამეა...

გზას ვერ ვუყურებ
ცრემლის გარეშე,
საღამოები
კვლავ ამთქნარებენ,
შემოდგომაა,
ჩემს ფანჯარაში
დამწიფებულან
უკვე ქარები...

ეს წისქვილებიც
ავუშვათ ბარემ,
მზისკენ შევმართოდ
მტკიცედ მარჯვენა,
მხარში შევუდგეთ
პატარა ქარებს,
დიდი ქარების
გადასარჩენად...

ფანჯრიდან მესმის:
- მიშველეეე
- ზოგჯერ,
არ შეგეშინდეთ,
განა რამეა,
ეს, ჩემი სახლის
სარეცხის თოკზე
ქარი ჰკიდია
სამი ღამეა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები