თვით სამშობლოში სამშობლოს ვეძებ, რადგანაც ორი ,,ქვეყნის“ შვილი ვარ... ,,პატარა“ კაცებს ჰკიდიათ ფეხზე, ჩვენ რომ დავკარგეთ ყველა თილისმა. ენგურს გაღმაა სამურზაყანო, არც ილორი გვაქვს,აღარც ბედია... ვიღაცა კიდევ იმით ამაყობს ,,ხელის ჭუჭყი“,რომ სხვაზე მეტი აქვს. საქართველოში მეფობს სატანა და ტაშს უკრავენ მხოლოდ არიფებს, რარიგ ძნელია იმის ატანა, ვისაც მივენდეთ,მათ არ დაგვინდეს. მთვარე ღრუბლების ზღვაში ბანაობს, მერე სისხლისფრად შეიმოსება, მოდით, დღეიდან,დუშმანს ვანანოთ, ივერიაზე თუნდაც ოცნება! გეყოფათ,სულით,ხორცით ვაჭრობა, შევინარჩუნოთ ქართული სული! დღეს თვითმკვლელობა არის ლეჩრობა, თუმცა ძნელია აღუდგე სურვილს... როცა სიმართლე გაყიდულია! ვინ თქვა,მსუბუქი იყოს უღელი?! წმინდა გრძნობები განწირულია! თავისუფლებას მაინც ვუმღერი!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გამოუსწორებელი რომანტიკოსი,დიდი მადლობა,გაიხარეთ! ;) გამოუსწორებელი რომანტიკოსი,დიდი მადლობა,გაიხარეთ! ;)
9. კარგია რაც დაწერე.. არ შეცვალო აზრები ამ საკითხთან დაკავშირებთ და ეგრე გააგრძელე წარმატებები )) ++ კარგია რაც დაწერე.. არ შეცვალო აზრები ამ საკითხთან დაკავშირებთ და ეგრე გააგრძელე წარმატებები )) ++
8. სოფო_93 აუცილებლად :) სოფო_93 აუცილებლად :)
7. ხოდა მასე გააგრძელე!!! : )) ხოდა მასე გააგრძელე!!! : ))
6. მწერალი,მადლობა :) მწერალი,მადლობა :)
5. სოფო_93, დიდი მადლობა,უბრალოდ ვცდილობ ვწერო ის,რაც მტკივა და რასაც ვხედავ. :) სოფო_93, დიდი მადლობა,უბრალოდ ვცდილობ ვწერო ის,რაც მტკივა და რასაც ვხედავ. :)
4. :) უთქმელად თემას +5 :) უთქმელად თემას +5
3. სიმართლის მთქმელი პოეტი ხარ! ასე გააგრძელე, იქნებ ამ საზოგადოებას შენნაირმა მოაზროვნე ხალხმა მაინც უშველოს რამე.
წარმატებები!!! სიმართლის მთქმელი პოეტი ხარ! ასე გააგრძელე, იქნებ ამ საზოგადოებას შენნაირმა მოაზროვნე ხალხმა მაინც უშველოს რამე.
წარმატებები!!!
2. დიდი მადლობა.გაიხარეთ! დიდი მადლობა.გაიხარეთ!
1. იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, წარმატრებები რომ არ გისურვოთ მართალი არ ვიქნები. იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, წარმატრებები რომ არ გისურვოთ მართალი არ ვიქნები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|