ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
1 ნოემბერი, 2013


დასასრული

                                                                                      ....-ს
აი,ასე.. შენ რომ გეგონა-დრო გავა-ო..
ვიდრე თვალებს გაახელდა, გონებაში წინა დღის კადრების აღდგენას შეეცადა...
შეღამებული იყო, შინ ბრუნდებოდა. ტელეფონზე შეტყობნება მოუვიდა. მანქანა შეაჩერა, მოკლე მესიჯმა სავარძელს მიაყინა;" ცოტა სიჩქარეს მოუკელი,თორემ ჯარიმა არ აგცდება."
გაუცნობიერებლად  მანქანა უკუსვლით დაძრა და დაახლოებით ნახევარი კილომეტრის გავლის შემდეგ, ნაცნობი სილუეტი, სევდიანი, თუმცა ეშმაკურად მომღიმარი თვალები  გაარჩია სიბნელეში.პირველი, რაც თავში მოუვიდა, ეს იყო სიტყვა-"არანორმალური", თუმცა გულმა მაშინვე დატუქსა ტვინი-"სასიამოვნოდ არანორმალური!"-იცოდა, ამ ქალაქში მას არავინ ჰყავდა.
        სიცივისგან და ნერვიულობისგან ცახცახებდა.იმხელა მონატრება ეხატა სახეზე, უსიტყვოდ გაუღო კარი და სალონისკენ მსუბუქად უბიძგა.
      ...ჩვეულებას ვერ უღალატა:პირველი ქმედება შინ მისვლისას-პირადი ფოსტა შეამოწმა.იცოდა,იგივე სურვილი ამოუცნობ სტუმარსაც აწუხებდა, ადგილი დაუთმო და თავად სამზარეულოს მიაშურა.
        პირისპირ ისხდნენ.თითქოს ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს, ისე გულახდილად აეწყო საუბარი.ვიზიტით გაკვირვებული ტკივილით უყვებოდა საკუთარ გაცრუებულ გრძნობაზე. "მოსმენის საოცარი ნიჭი აქვს, მჯერა კარგი მესაიდუმლეცაა,"-რამოდენიმეჯერ გაუელვა თავში. თითქოს დაიცალა სევდისგან და შეივსო იმედით.

        ...ტუმბოს მხარეს გადაბრუნდა. მაღვიძარას მწვანე სითხით სავსე ჭიქა ფარავდა.დაუგემოვნებლად მიხვდა-ნაბახუსევზე მისი საყვარელი სითხე. სიამე ჩაეღვარა გულში. ღია კარიდან მეზობელ ოთახში გაიხედა. უზარმაზარი პუფი, რომელშიც გათენებამდე უცნაური სტუმარი იჯდა, ცარიელი იყო. ნაჩქარევად წამოდგა, სააბაზანოს მიაშურა. სახელური ფრთხილად მოსინჯა-თავისუფლად გაიღო. სარკეზე მიკრული ფურცელი წარწერით"დილა მშვიდობისა"-ს უსურვებდა.
          ხასიათდაკარგულმა ტელეფონი ჩართო, სიმივით დაჭიმული უღონოდ მოეშვა სიტყვების გაგონებისას:"აბონენტს დროებით ვერ დაუკაშირდებით, მოგვიანებით სცადეთ."სასოწარკეთილმა მოისროლა მაგიდისკენ ტელეფონი და მაშინვე მისწვდა-შეტყობინების მაუწყებელმა ზარმა გაიწკრიალა. "გმადლობ ლამაზი საღამოსთვის,სულო! ახლა შენი ძილიც შემიყვარდა.იცი? იღიმებოდი და მივხვდი-ის მე არ მეკუთვნოდა.გახსოვს? მითხარი, ბედნიერია ის ადამიანი,ვინც შენ გიყვარსო, უკან გიბრუნებ ამ სიტყვებს...გმადლობ, რომ ხარ!"
        ისევ სცადა დაკავშირება, პასუხი იგივე იყო. კარი გაიხურა, კიბეზე დაეშვა და როცა ავტომობილს მიუახლოვდა, საქარე მინის საწმენდიდან ამოღებულ ფურცელზე უკვე ნაცნობი ხელწერა მზუნველობაგარეული სიტყვებით სთხოვდა:"ფრთხილად იარე..."
        უნებურმა ცრემლებმა მზერა დაუბინდა.
        " დავკარგე"-სინანულით წამოსცდათ ტუჩებს.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები