 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 16 ნოემბერი, 2013 |
ადვილია თურმე: სხეულიდან ადგე; შენთად ერთად კვდება შენი ზოდიაქოც, რომელიც წინ გასწრებს - ორი წამით ადრე, მიწა, თუ შორს მიდის, ზეცა მოდის ახლოს.
ირემი რომ ახტა, იმ ჩლიქის ხარ მტვერი, ვერ გამჩნევდნენ მაინც, ვარსკვლად რომ ენთე. ვინ დაეძებს, შენ რომ გაარღვიე ბჭენი, ან ვინ იცის, ვინ ხარ - ხარ რა დროის მეფე;
ხარ რა დროის მონა, ან რა ავაზაკი? იესოსთან, გვერდით ჯვარცმული და ხსნილი. ვინ დაეძებს, თუკი სამყაროდან გაქრი, ვინ დაეძებს იმ გზას, შენ რომ გადაივლი?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|