 | ავტორი: ნაინი ჟანრი: პროზა 5 დეკემბერი, 2013 |
დღეს მასწავლებელმა გვთხოვა დამეწერა თემა „ ჩემი მოგონებები“, მეც თავიდან ხალისით დავიწყე წერა,გავიხსენე ბევრი რამ: ჩემი დაბადების დღეები,საჩუქრები, ზაფხულის მხიარული არდადეგები,როგორ ველოდებოდი ახალ წელს ,თოვლის პაპას რომ მოეტენა საჩუქარი,მაგრამ ფეირვერკების ყურებაში ვერასოდეს ვამჩნევდი მის სტუმრობას,დიდი სიხარული იყო ჩემი პატარა ძამიკოს დაბადება,სკოლა ...უამრავი სიგელი ,დიპლომები თუ პროექტები . ეხლა...როცა უნდა დამეწერა ცუდი მოგონება გამახსენდა 2008 წლის ომი.ჩვენ მაშინ მამაჩემის სოფელში ვისვენებდით ქართლში,ჩემი ძმა ერთი წლის იყო... საღამოს დაძინებას ვაპირებდით, რომ უეცრად საშინელი ხმა გაისმა,ყველაფერმა ზანზარი დაიწყო, დედა ოთახში შემოვარდა და ტელეფონს დაუწყო ძებნა, ჩვენ ცნობისმოყვარე თვალებით უყურებდით ,ხმა გამეორდა ...დედა დარეკვას ცდილობდა მაგრამ ამაოდ...მარტო მე,დედა და ჩემი ძმა ვიყავით,შემოგვესმა ხალხის საშინელი ხმა -:,,შუქები ჩააქრეთ“ და ყველაფერი დაბნელდა,დედამ სასწრაფოდ ჩაგვაცვა და ჩაცმულები დაგვაწვინა,,,ისევ ცდილობდა დარეკვას....ცა იყო წითელი,ეს საშინელი ხმები არ წყდებოდა... ღამის სამი საათი იქნებოდა ,რომ ტელეფონმა დარეკა ...თიკო იყო ,დედას მხოლოდ მაშინ შევატყვე შიში -,,ეხლა რა ვქნა,სულ მარტო ვარო“...ესე გავიდა სამი დღე...უმრავი ტანკი,ჯარისკაცები,სოფელი იცლებოდა ,დედა კი ვერსად მიდიოდა ,-,,მამა მოვა და წავალთ“...ეხლაც მახსოვს მისი თვალები და მოულოდნელი ცრემლები,როცა მამა შემოვიდა ეზოში. წამოვედით...დედა თვალებზე ხელს მაფარებდა არ უნდოდა დამენახა გადამწვარი სახლები, შეშინებული ბავშვები ,მაგრამ მე მაინც ვტიროდი და მეშინოდა ...მეშინოდა დიდხანს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. დიდი მადლობა... ვცდილობ გამომივიდეს პროზაც და პოეზიაც :)))) დიდი მადლობა... ვცდილობ გამომივიდეს პროზაც და პოეზიაც :))))
10. მომწონს. თუ შევადარებთ, პროზა უფრო კარგად გამოგდის, ვიდრე პოეზია. ჩემი აზრით. მომწონს. თუ შევადარებთ, პროზა უფრო კარგად გამოგდის, ვიდრე პოეზია. ჩემი აზრით.
8. მადლობა:))) მადლობა:)))
7. მეც წავიკითე და მოგიწონე .++ წარმატებები მინდა გისურვო:) მეც წავიკითე და მოგიწონე .++ წარმატებები მინდა გისურვო:)
6. ძალიან დიდი მადლობა ყველას,რომ კითხულობთ და მიფასებთ ნაწერებს... :))) ძალიან დიდი მადლობა ყველას,რომ კითხულობთ და მიფასებთ ნაწერებს... :)))
5. საოცრად ემოციური იყო... მოგიწონე საოცრად ემოციური იყო... მოგიწონე
4. ნაინი, გაქებ და გადიდებ! :)
კარგი გოგო ხარ, მომწონს. შენც მომწონხარ.
წერე .. ნაინი, გაქებ და გადიდებ! :)
კარგი გოგო ხარ, მომწონს. შენც მომწონხარ.
წერე ..
3. ყველაფერი კარგად იქნება, გენაცვალე:) ყველაფერი კარგად იქნება, გენაცვალე:)
2. წავიკითხე, მომეწონა. :) წავიკითხე, მომეწონა. :)
1. ყველამ უნდა წაიკითხოს! ყველამ უნდა წაიკითხოს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|